ჟურნალმა Fortune წარმატებული 50 ბიზნესმენი ქალის რეიტინგი წარმოადგინა. "ბიზნესპრესნიუსი" წარმატებული ქალების რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:
კარენ ლინჩი, პრეზიდენტი, Aetna:
„როდესაც ჩემს კანდიდატურას მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად განიხილავდნენ, მითხრეს არ ჩამეცვა ვარდისფერი ტანსაცმელი, რადგან ასე „გოგონას“ დავემსგავსებოდი. ანუ ირიბად მითხრეს, რომ ჩემი სქესი არის ბარიერი. ჩემი გარეგნობის გამო ისინი ვერ ხედავდნენ ჩემს შიდა ძალას, მიუხედავად ამისა, მე ვიბრძოლე და მივიღე სამსახური, მას შემდეგ კი სულ ვარდისფერი მაცვია“.
ლიან კერეტი, პრეზიდენტი და თავდაცვის, კოსმოსისა და უსაფრთხოების გენერალური დირექტორი, Boeing:
„სადაც არ უნდა წახვიდე, არ დაკარგო საკუთარი თავი“.
შარი ბალიარი, უფროსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და მრავალპროფილური საცალო ვაჭრობის პრეზიდენტი, Best Buy:
"იცოდე, ვინ ხარ და რას ემსახურები შენს ცხოვრებაში. შემდეგ მოემზადე იმისთვის, რომ სამყარო დაუნდობლად შეგამოწმებს, თუ რამდენად ძლიერად გჯერა ამის".
კეტლინ მერფი, პრეზიდენტი, Personal Investing, Fidelity Investments:
„უბრალოდ არ გაჩერდეთ. ხშირად ქალებს აქვთ თავდაჯერებულობა, რაც აძლევს მათ საშუალებას გააკეთონ პაუზა და ტემპი შეამცირონ, როდესაც მამაკაცები რისკავენ და საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობენ. უბრალოდ არ გაჩერდეთ!“
სიუზან ვოიჩიჩკი, გენერალური დირექტორი, YouTube, Google/Alphabet:
„ილაპარაკეთ. არ შეგეშინდეთ იმის თქმა, რასაც ფიქრობთ და მოითხოვოთ ის, რაც გსურთ“.
კეტი ენგელბერტი, გენერალური დირექტორი, Deloitte:
„გარისკეთ და არ შეგეშინდეთ შეცდომის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება წარმატების გზაზე“.
მერი ბარა, თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, General Motors:
"არ მოჭრათ საკუთარი კარიერის ფოთლები ძალიან სწრაფად. არ მოშორდეთ საკუთარ კარიერას იმის საფუძველზე, რაც „შეიძლება“ მოხდეს“.
შერილ სენდბერგი, მთავარი ოპერაციული დირექტორი, Facebook:
„ყოველთვის დათანხმდით ახალ გამოწვევებს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ გგონიათ, რომ ბოლომდე მზად არ ხართ“.
ჯინი რომეტი, თავმჯდომარე, პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, IBM:
„მზად იყავი ზრდის შესაძლებლობების დასანახად, როდესაც ისინი გამოჩნდება - იმიტომ რომ ისინი საკვანძო როლს ასრულებენ სწავლის პროცესში. ეს უსიამოვნო იქნება და თქვენი თავდაპირველი იმპულსი შეიძლება იყოს ის, რომ ამისთვის მზად არ ხართ, მაგრამ გახსოვდეთ: ზრდა და კომფორტი ერთად არ არსებობს“.
რუთ პორეტი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ფინანსური ოფიცერი, Google/Alphabet:
„დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ მუშაობთ იმაზე, ვინც მზად არის თქვენთვის გარისკოს, გაძლევთ სხვადასხვა შესაძლებლობებს და ყოველთვის მხარს გიჭერთ, თუ საქმე ცუდად მიდის. თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ საკუთარი გუნდის წევრებისთვის“.
ჯუდით მაკკენა, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ფინანსური ოფიცერი, Walmart U.S.:
„არასდროს შეგეშინდეთ სამსახურში აიყვანოთ ადამიანები, რომლებიც თქვენზე უფრო საზრიანი არიან ან რომლებიც თქვენგან განსხვავდებიან. ხანდახან ამის გაკეთება რთულია, მაგრამ ძალიან სასარგებლო, თუ თქვენ ნამდვილად ეფექტური გუნდის შექმნა გსურთ“.
მერიენ ლეიკი, ფინანსური დირექტორი, J.P. Morgan Chase:
„თქვენ ისეთივე კარგი ხართ, როგორც თქვენი შექმნილი გუნდი, ამიტომ უნდა იყოთ ნიჭის მაგნიტი და გარშემო შემოიკრიბოთ საუკეთესო და ყველაზე საზრიანი ადამიანები“.
მარგარეტ კინი, პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, Synchrony Financial:
„ცხოვრება რთულია - სახლისა და სამსახურის მოთხოვნები ხშირად თქვენს „ჭეშმარიტ“ გზას ცვლიან. ერთ დონეზე მუშაობას ან უფრო დაბალ პოზიციაზე გადასვლას მოაქვს სხვადასხვა უნარების განვითარება და გამოცდილების დაგროვება, რამაც მომავალში, შესაძლოა უფრო მაღალ როლებამდე მიგიყვანოთ“.
მიშელ ბაკი, პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, Hershey:
„თქვენმა ცხოვრებამ თქვენზე უნდა იმუშაოს - თქვენ შეგიძლიან გქონდეთ კარგი კარიერა და იყოთ შესანიშნავი დედა“.
ემი ჰუდი, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ფინანსური ოფიცერი, Microsoft:
„რთული წარმოსადგენია, რომ რამდენიმე წლის წინ და ახლა თქვენ ერთნაირი გეგმები გაქვთ. ცხოვრება და პრიორიტეტები იცვლება - ისევე როგორც თქვენი არჩევანი“.