ბეზოსის შემდეგ ბილ გეითსის Microsoft-ს Amazon-მაც გაასწრო

მსოფლიოს უმსხვილესმა ონლაინ რითეილის კომპანია Amazon-მა, პირველად არსებობის ისტორიაში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით გადაასწრო Microsoft-ს.

როგორც Nasdaq-ის მონაცემებში ჩანს, ჯეფ ბეზოსის კომპანიის კაპიტალიზაციამ 702,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ბილ გეითსის კომპანიის საბაზრო კაპტალიზაცია 699 მილიარდია.

როგორც CNBC წერს, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით Amazon-ს ამჯერად მხოლოდ Apple და Alphabet (Google-ის მფლობელი კომპანია) უსწრებენ - 849 და 745 მილიარდი დოლარის ღირებულებებით.

შეგახსენებთ, რომ სანამ ბეზოსის კომპანია გეითსის კომპანიას გაასწრებდა, თავად ჯეფ ბეზოსმა გაასწრო გასულ წელს ბილ გეითსს მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში. პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 15 თებერვლის მდგომარეობით 121 მილიარდ დოლარს შეადგენს, მეორე - ბილ გეითსის ქონება კი 91 მილიარდია.

კოკა კვირკველია