”სილქნეტნმა” GMG შეიძინა

სასტუმრო „რედისონში“ კომპანია სილქნეტმა პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას GMG-ის არხებთან მოლაპარაკების შედეგები გააცნო.

კერძოდ, ”სილქნეტმა” შეიძინა კომპანია GMG-ის 6 სატელევიზიო არხი პროგრამებისა და გადაცემების უფლებით. „საქართველოს მედია ქსელი“ იქნება სილქნეტის შვილობილი კომპანია, რომელიც კინო და სპორტული არხების წარმოებას და ტრანსლირებას გააგრძელებს Silk-ის ბრენდის ქვეშ.

”სილქნეტის” გენერალური დირექტორის მოადგილის კომერციულ დარგში, ბაჩო ჩინჩალაძის განცხადებით, ამიერიდან Silk TV-ს ოთხივე სპორტული არხი მაუწყებლობას FULL HD ფორმატში განახორციელებს. 1 ივნისიდან GMG-ს ყველა არხი Silk TV-ს ბაზაზე გააგრძელებს მაუწყებლობას. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ GMG-ს ყველა არხი ძველებურად გააგრძელებს მუშაობას და მხოლოდ რებრენდინგი მოხდება.

სპორტის თემატური არხები ივნისის თვეში უფასო იქნება და შემდგომ აბონენტებს ყოველთვიურად 10 ლარის გადახდა მოუწევთ, ხოლო ფილმების არხები 15 ლარიან პაკეტში განთავსდება.

აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ Silk Sport  25 მაისს საქართველო - შვეიცარიის 19-წლამდელთა ელიტრაუნდის პირველი მატჩის ტრანსლაციას განახორციელებს.