გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.
გამოცემამ წლევანდელ რეიტინგში 2,208 მილიარდერი შეიყვანა, მსოფლიოს 72 ქვეყნიდან, რომელთა საერთო ქონებამ ჯამში 9,1 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია გასული წლის მონაცემზე.
რეიტინგში შესული ერთადერთი ქართველი და საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი კი წლევანდელ რეიტინგში მხოლოდ 456-ე ადგილზეა 4,6 მილიარდის ქონებით. 2016 წლის მილიარდერების რეიტინგში ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2017 წლის რეიტინგის მიხედვით კი 4,5 მილიარდს.
კოკა კვირკველია