დემნა გვასალიას საზაფხულო ჩუსტები 595 დოლარად

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ზაფხულის ახალი ფეხსაცმელი 595 დოლარი ღირს.

ფრანგული მოდის სახლმა Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა ახალი კოლექცია უკვე წარადგინა. 

ჩუსტები შავ და ლურჯ ფერებშია წარმოდგენილი. დამზადებულია ცხვრის ტყავისგან და წინ კომპანიის ლოგო ახატია.

ქართველმა დიზაინერმა მოდის კრიტიკოსების და მსოფლიო მედიის ალაპარაკება კიდევ ერთხელ მოახერხა.