ყოფილ კოლმეურნეობის მოედანზე, ყოფილი „პირიმზის" მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების პავილიონის მშენებლობა მინიმუმ 2 წლით გადაიდო.
კომპანია PP-ის დამფუძნებელი ლაურა ღაჭავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებ, რომ ამის მიზეზი კოლმეურნეობის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლის დასრულებამდეც, პავილიონის მშენელობაზე საუბარიც ზედმეტია.
თავდაპირველი პროექტის მიხდევით კოლმეურნეობის მოედანზე, 2 სართულიანი ლითონისა და მინის კონსტრუქციის მოწყობა იგეგმებოდა. პირველ სართულზე ყვავილების სექცია უნდა განთავსებულიყო, მეორე სართულზე კი კაფე-ბარების განთავსება იგეგმებოდა. პროექტის მოწყობისთვის 10 თვე იყო განსაზღვრული.
მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ორსართულიანი, თუნდაც მსუბუქი კონსტრუქციის გაჩენა მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ, მერიის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია PP-ს პროექტის ცვლილება მოსთხოვა, რის შემგედაც პროექტის გადამუშავება უნდა მომხდარიყო.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, კოლმეურნეობის მოედნის ქვეშ სამდონიანი პარკინგი მოეწყობა. 20 მილიონიანი პროექტის მიხედვით, მოედნის და მიმდებარე სახლების რეაბილიტაციაც მოხდება.
აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით, კომპანია PP-ს დამფუძნებელი ლაურა ღაჭავა აცხადებს, რომ სანამ მშენებლობები არ დასულდება, ყვავილების პავლიონის პროექტი არ განხორციელდება.
„კოლმეურნეობაზე მშენებლობა მინიმუმ 2 წელი მაინც გაგრძელდება. როგორც იცით, ყველაფერს თავიდან აკეთებენ. შესაბამისად, ყვავილების პავილიონისთვის ამ ეტაპზე არავის სცალია და ეს პროექტი 2 წლით მაინც გადაიდო“,-აცხადებს ლაურა ღაჭავა.
ნინი ქეთელაური