1-ლი აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო.
ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.
ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge
აღსანიშნავია, რომ ტაქსით მომსახურების ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, ჩვეულებრივ ავტომობილებზე მძღოლი იხდის 100 ლარს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარს, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.
კერძოდ, როგორც „ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესშია“ აღნიშნული, ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, ტაქსის ნებართვის ფასის გადახდისგან, 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არის გათავისუფლებული.