2017 წელს იმ ტელეფონების გაყიდვები, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, გაიზარდა

2017 წელს ისეთი ტელეფონების გაყიდვები, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, გაიზარდა.

ტელეკომპანია Sky News-ის ინფორმაციით, ზრდამ 5% შეადგინა. მათივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ტელეფონების გაყიდვების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში პირველად ფიქსირდება.

ამასთან, სმარტფონების გაყიდვები, რომლებიც ტრადიციულად ინტერნეტში წვდომის საშუალებას იძლევიან, მხოლოდ 2%-ით არის გაზრდილი. ამ ტენდენციის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი დაიღალა სოციალური ქსელებისგან და ისინი ცდილობენ ამ გზით მას თავი დააღწიონ.

„მე უბრალოდ მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ მუდმივად ვიყავი ტელეფონში თავჩარგული. მთლიანად ვიმყოფებოდი Facebook-სა და Instagram-ში. და რაც უფრო ხშირად ვაკეთებდი ამას, ვხვდებოდი, რომ მე ამის საჭიროება არ მქონდა“, - აცხადებს ლონდონის ერთ-ერთი მცხოვრები მერი ერსკინი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სწორედ უინტერნეტო ტელეფონი შეიძინოს.

ბრიტანელი ფსიქოლოგების თქმით, სმარტფონების ხშირ მომხმარებლებში ფიქსირდება ამ მოწყობილობების მიმართ დამოკიდებულება.

ორგანიზაცია Ofcom-ის ბოლო კვლევების თანახმად, ბრიტანეთის სრულწლოვანი მოსახლეობის მეხუთედი ინტერნეტში რეგულარულად იმყოფება, კვირაში სულ ცოტა 40 საათი. ამასთან, მათი უმეტესობა თვლის, რომ ისინი გაჯეტ-დამოკიდებულები არიან.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ბრიტანელების ყოველდღიური ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. ამჯერად ისინი საშუალოდ ყოველ 12 წუთში იყენებენ საკუთარ მოწყობილობას. ამასთან, ჯერ კიდევ 10 წლის წინ მათთვის ინტერნეტის არსებობა არ წარმოადგენდა დიდ მნიშვნელობას, დღეს კი ინტერნეტის გარეშე საკუთარი ცხოვრება ვერ წარმოუდგენია გამოკითხულთა 64%-ს.

კოკა კვირკველია