საფრანგეთში შოკოლადის სასტუმრო გაიხსნა (+ფოტო)

საფრანგეთში შოკოლადისგან აშენებული კოტეჯი-სასტუმრო გაიხსნა.

სასტუმროში, რომელიც პარიზიდან 30 წუთის სავალ გზაზე, ქალაქ სევრში მდებარეობს,  ერთი ღამის გატარება სულ რაღაც 50 ევრო ღირს. 

Lonely Planet-ის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობაზე ნახევარი ტონა შოკოლადი დაიხარჯა. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში ამ სასტუმროს ანალოგი არ არსებობს. სასტუმრო-კოტეჯში თითქმის ყველა ნივთი შოკოლადისგან არის დამზადებული.

„ტკბილი სასტუმრო“ ცნობილმა ფრანგმა შოკოლადის სკულპტორმა ჟან-ლუკ დეკლუზომ ააშენა. 

შოკოლადის სასტუმროში ნომრების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. სტუმრებისთვის ერთი მნიშვნელოვანი აკრძალვა მოქმედებს - მათ სახლი არ უნდა დააზიანონ და ნივთებს გემო არ გაუსინჯონ. ამის სანაცვლოდ კი სასტუმროს პერსონალი მათ უამრავი სახის შოკოლადს შესთავაზებს. 

bpn bpn bpn bpn