მოგზაურობის მოყვარულებისთვის შექმნილ ქართულ აპლიკაციაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება - კომპანიამ ახალი ფილიალი გახსნა

თუ თქვენ მოგზაურობა გიყვართ, სასურველი ადგილის შერჩევისას ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელვანი ავაბილეთების ხელმისაწვდომ ფასად შეძენა და სწრაფი მომსახურებაა.აპლიკაცია, რომელიც aviabiletebi.org-მა შექმნა, დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მაქსიმუმ 30 წამში მიიღოთ. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ კომპიუტერი, iso ან ანდროიდ მოწყობილობები, სადაც აპლიკაციას ჩამოტვირთავთ.

თუმცა, თუ ტექნოლოგიებში დიდად ვერ ერკვევით, aviabiletebi.org -ს შეგიძლიათ ოფისში ეწვიოთ და მოგზაურობის დაგეგმაში მათი ოპერატორები დაგეხმარებიან.

როგორც კომპანიის დირექტრი მალხაზ კევლიშვილი ამბობს, მოგზაურობის მოყვარულთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ერთი ოფისი მომსახურებას ვერ აუდიოდა, ამიტომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით მეორე ფილიალი მეტრო „300 არაგველებთან“, ქეთევან წამებულის #82-ში გაიხსნა.

bpn

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანია 2 წელია რაც არსებობს, მათი მომხმარებლების რიცხვი კი სულ უფრო მზარდია. მალხაზ კევლიშვილის თქმით, ამჟამად კომპანიას უკვე 5996 პროდუქტი აქვს გაყიდული.

„ახალი ფილიალის დამატება განაპირობა მომხმარებლების რაოდენობამ. ჩვენს კომპანიას ოფისი მხოლოდ გაგარინის #5-ში ჰქონდა, თუმცა მომხმარებელი იმდენად ბევრი იყო, მომსახურებას ვერ ავუდიოდით. ახლა უკვე მეორე ოფისიც გვაქვს, სადაც კიდევ 2 ოპერატორი ავიყვანეთ და მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ. მომავალში შესაძლოა, რეგიონებში დავამატოთ ფილიალები. ოფისებში ვემსახურებით იმ ადამიანებს, ვისაც ონლაინ არ შეუძლიათ ავიაბილეთების ყიდვა“,-ამბობს მალხაზ კევლიშვილი.

მისი თქმით, ზოგადად მოგზაურობაზე მოთხოვნა სეზონურია, თუმცა მათი კომპანიის შემთხვევაში, მოგზაუობის მსურველთა რაოდენობა მუდმივად მზარდია.

„სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს იმ ონლაინ სისტემაში, რომლითაც ბაზარზე ვართ წარმოდგენილი. როდესაც ამ აპლიკაციაში შეიყვანთ მიმართულებას, მაგალითად, საიდან სად გინდათ წასვლა, სისტემა ეძებს ჩვენ პარტნიორ სააგენტოებში ფასებს, შემდეგ ავტომატურად ალაგებს და გთავაზობს ყველაზე იაფს. ამ დროისთვის ვთანამშრომლობთ 100-მდე უცხოურ ტურისტულ კომპანიასთან და სწორედ მათგან ვიღებთ 700-ზე მეტი ავიაკომპანიის ფასს. ამ დროისთვის ჩვენს ბაზაშია 728 ავიაკომპანია“,-აღნიშნავს მალხაზ კევლიშვილი.

მისი თქმით, მათ კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს დაბალი ფასიც, რომელზეც მუდმივად მუშაობენ, რათა მომხმარებელებისთვის ავიაბილეთები სულ უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

„ჩვენს საიტზე ბილეთებს პირდაპირ ვერ შეიძენთ, რადგან ჩვენი პარტნიორებისგან მოდის ეს ფასები. როდესაც ჩვენი სისტემა მოიძიებს რომელ სააგენტოში იყიდება თქვენი მოთხოვნილი ბილეთი, სწორედ მასთან გადაგამისამართებთ და იქ ასრულებთ ყიდვას. ჩვენი ყველაზი დიდი პლუსი არის ფასი და ჩვენი აპლიკაციის ის შესაძლებლობა, რომლითაც 30 წამში გიჩვენებთ შედეგს. ზოგადად, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი სტრატეგია შევიმუშაოთ, რომლითაც ფასს კიდევ უფრო დავწევთ“,-ამბობს მალხაზ კევლიშვილი.

ცნობისთვის, კომპანია aviabiletebi.org უცხოურ ბაზარზე ამავე სახელწოდებით მოღვაწეობს, ხოლო ქართული ბაზრისთვის ფლობს მეორე დომენს airticket.ge.

R

ნინი ქეთელაური