ბიზნესიდან პოლიტიკაში - 20 დეპუტატი, რომელიც ბიზნესიდან მოდის

საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომელთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში ბიზნესიდან მოხვდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვინ არიან ის დეპუტატები, რომლებმაც პოლიტიკაში ბიზნეს საქმიანობიდან გადმოინაცვლეს. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტს ასეთი 20 პოლიტიკოსი ჰყავს. მათგან 16 – „ქართული ოცნების“ წევრია, 2 - „პატრიოტთა ალიანსის“, 1- „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 1 - დამოუკიდებელი დეპუტატი. აქედან 11- მაჟორიტარია, 9 კი პროპორციული სიით მოხვდა პარლამენტში.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას „ბიზნესმენი დეპუტატების“ შესახებ:

ირაკლი ხახუბია - პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცენება- დემოკრატიული საქართველოდან“ გახდა. იგი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატია. ირაკლი ხახუბია 2010 წლიდან შპს „აისბერგი-2-ის“ , ხოლო 2012 წლიდან შპს „ჯეონათსის“ დამფუძნებელია.

ივლიანე წულაია - „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი. იგი 2007 – 2016 წლებში შპს „არქის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ნატო ჩხეიძე -პარლამენტში საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ პარტიული სიით მოხვდა. დეპუტატი 2004 -2016 წლებში შპს „ომეგას“ განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

გოდერძი ჩანქსელიანი

- თეთრიწყაროს მაჟორიტარი „საქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან“. დეპუტატი 2004-2016 წლებში შპს „ბევრილი ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი იყო.

შოთა შალელაშვილი - პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა. იგი 2014-2015 წლებში შპს „სავინიონის“ დირექტორი იყო; 2009 – 2014 წლებში შპს „სანტრეას“, 2005 – 2009 წლებში „ტრანსსერვისის“ , 2002 – 2005 წელში შპს „ოპალლის“, 2000 – 2002 წლებში „დაგრეგოს“, 1995 – 1999 წლებში „ინტერის“, 1993 – 1995 წლებში კი მრავალდარგობრივი კომპანია „სოფას“ გენერალური დირექტორი.

დავით სონღულაშილი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი. იგი 2007 – 2016 წლებში შპს „ედრესის“ მმართველი დირექტორი იყო.

გელა სამხარაული - ახმეტის მაჟორიტარი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი. პარლამენტარობამდე ის 2006-2007 წელებში "დია გრუპის" დირექტორი, ხოლო 2005-2012 წლებში "დია ალავერდის" დირექტორი იყო.

კახაბერ ოქრიაშვილი - დმანისის მაჟორიტარი გახდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია. იგი 1995-დან 2003 წლამდე შპს „პსპ“ (PSP) გენერალური დირექტორი იყო.

ბექა ოდიშარია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი. მას 2010 -დან 2016 წლამდე შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

კობა ნაყოფია

- პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გახდა. მისი ბიზნეს საქმიანობის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. კერძოდ, 2004 – 2008 წლებში შპს „კვარციტის“ გენერალური დეირექტორი, 2004 – 2008 წლებში სს "მადნეულის" გენერალური დირექტორი, 2002 – 2004 წელბში კომპანია "პრომიშლენნიე ინვესტორის" ვიცე-პრეზიდენტი, 2000 – 2004 წლებში შპს"ინვესტმენტ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი, 1999 – 2004 წლებში შპს "შტორმის" გენერალური დირექტორი,1993 – 1996 წლებში კომერციული ფირმა "ოქროს საწმისის" გენერალური დირექტორი იყო.

გელა მიქაძე - პარლამენტის დეპუტატი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ პარტიული სიით გახდა. იგი 2007 წლიდან შპს-ის „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“ დამფუძნებელია.

სამველ მანუკიან - პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა. იგი 2009-2016 წლებში შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორი, ხოლო 1997-2008 წლებში ი.მ. „სამველ მანუკიანის“ მეწარმე იყო.

იოსებ მაკრახიძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი. დეპუტატობამდე იგი 1999-2016 წლებში შპს „იბოლიას“ დირექტორი იყო.

ლევან კობერიძე

- მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გახდა. იგი 2011-2016 წლებში შპს "Brending.ge-ს“ დირექტორი იყო.

პაატა კვიჟინაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის მაჟორიტარია. მას უცხოეთში პირადი კერძო სამშენებლო ბიზნესი 1993 წლიდან აქვს.

გოჩა ენუქიძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის მაჟორიტარი. იგი 1999 – 2008 წლებში შპს „იბერკომპანი“ ჰოლდინგის პრეზიდენტი, 1995 – 1999 წლებში კი შპს “ივერია-ენსის“ დირექტორი იყო.

კახაბერ კუჭავა - პარლამენტარი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა. იგი 2015 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება „Georgian Copper and Gold"-ის გენერალური დირექტორი. 2012-2016 წლებში კი „კავკასიის მინერალების" გენერალური დირექტორი.

ისკო დასენი - პარლამენტის წევრი ასევე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა. იგი 2013 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო ლიდერკრედიტის" დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შემდეგ კი თავმჯდომარე იყო. 2015 წლის მაისის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო ლიდერკრედიტის" 100 %-იანი წილის მფლობელია.

თეიმურაზ კოხრეიძე - პარლამენტარი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა. ის 2012 წლიდან დღემდე „პეტროკას ენერჯი გრუპ", ვიცე-პრეზიდენტია. „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი" საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და მას საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელებს აწვდის. თეიმურაზ კოხრეიძე სწორედ „პეტროკას ენერჯი ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტია, თუმცა არა საქართველოში რეგისტრირებულის. იგი 2004 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ნავთობის ეროვნული კომპანია „საქნავთობში" აპარატის უფროსი იყო. 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით კი შპს „ფიუჩერპროდაქტსკომპანის" დირექტორის თანამდებობა ეკავა.

გია ბენაშვილი - პარლამენტის წევრი ასევე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა. ის 2014-2015 წლებში "ყაზტრანსგაზ - თბილისის" სპეციალურ მმართველად მუშაობდა. 2016 წლიდან შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორია.

ნინი ქეთელაური