გორგასლის მოედანს ისტორიულ-სავაჭრო დანიშნულება უბრუნდება
გორგასლის მოედანს ისტორიულ-სავაჭრო დანიშნულება უბრუნდება
28 ივნისი / 2014
გორგასლის მოედანს ისტორიულ-სავაჭრო დანიშნულება უბრუნდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს კომპანია "ახალი გზის" წარმომადგენლებთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა მეიდან ბაზარს გახსნის.

ძველი თბილისის შუაგულში, გორგასლის მოედანზე, გვირაბში მეიდან-ბაზარი იხსნება, სადაც ქართული ნაწარმის, ღვინის, მრეწველობის, ხალხური ნაკეთობების,
You must have Flash Player installed in order to see this player.
სამუზეუმო ასლების, სასაჩუქრე და სასუვენირო ნივთების, ქართული სამოსელის, მინანქრის, ქართული თიხის, ანტიკვარის, ძველებური ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ბაზარში მოწყობილია ქართული ღვინის, ყველის და სხვა ქართული ნაწარმის სადეგუსტაციო დარბაზი. პროექტი კომპანია "ახალმა გზამ" განახორციელა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, მეიდან ბაზრის ადგილი და მდებარეობა ხელს შეუწყობს ქართული ნაწარმის მიმართ როგორც ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას, ასევე პროდუქციის გაყიდვების გაზრდას როგორც ქალაქის სტუმრებსა და დამთვალიერებლებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში.

ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ისტორიულად, IV-V საუკუნიდან ეს ადგილი წარმოადგენდა სავაჭრო მოედანს, სახელწოდებით "შაითან ბაზარი", "თათრის მოედანი", "ციხის მოედანი" - ოსტატთა კარიბჭე, სადაც იმართებოდა სხვადასხვა წარმოშობის პროდუქციის, ქართული ნაწარმისა და ხალხური ნაკეთობების ყიდვა-გაყიდვა.

სწორედ აქ იყრიდნენ თავს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, ვაჭრები და ხელოსნები. მათი საქმიანობიდან გამომდინარე დაერქვა და დღემდე შემორჩა მთელ კვარტლებს სახელწოდებები: ვერცხლის ქუჩა, ოქრომჭედლების ქუჩა, მღებავების ქუჩა, პურის მოედანი, ღვინის აღმართი, ბამბის რიგი, რკინის რიგი და სხვა.


კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ხვამლის მთასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 195 ათასი ლარამდე დაიხარჯება.  ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი არსებული გზის მოწყობისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სამეგრელო - ზემო სვანეთს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი და ჩვენ ამ მიმართულებით, ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს
ენგურჰესს ვაქცევთ საერთაშორისო დონის ტურისტულ კომპლექსად, რომელსაც მსოფლიოში ერთადერთი ანალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეყოლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ტურიზმის სფეროში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.
საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გამოფენის „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ლი ძინ ჭაოს შეხვდა.
გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს.
ბორდოში დაგეგმილი გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ საქართველოს სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის არა მხოლოდ ღვინის, არამედ საერთოდ, კულტურულ სამყაროში ქვეყნის წარმოჩენის კუთხით
წლევანდელ სეზონზე, გასული წლის ზაფხულთან შედარებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობის მხრივ 25%-იანი მატება გვაქვს და ეს დიდ სტიმულს გვაძლევს ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის რეგიონში, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.09.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „სვეტი“ შეემატა, რომელიც ქვის გადამუშავებას გეგმავს.
სრულად
21.09.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო.
სრულად
21.09.2017
თბილისში განახლებული, გაფართოებული „სითი მოლი“ 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება.
სრულად
20.09.2017
ბიზნესგანათლება წარმატებული ბიზსნესსაქმიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
სრულად
20.09.2017
ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური ხის მასალისგან დამზადებული პროდუქცია, ექსკლუზიური დიზაინი - ეს ავეჯისა და სანათების მწარმოებელი კომპანია JK STUDIO-ა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სამი ახალგაზრდის იდეით ჩამოყალიბდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708