თბილისში ავტომუზეუმი იხსნება
თბილისში ავტომუზეუმი იხსნება
17 ოქტომბერი / 2014
რამდენიმე დღეში თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნება.

ამის შესახებ მუზეუმის წარმომადგენელმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა. იდეის ავტორი და მუზეუმის სულისჩამდგმელი კერძო კოლექციონერი, ქართველი ბიზნესმენი გიორგი მამულაშვილია, რომელიც 25 ოქტომბერს, მუზეუმის გახსნის ოფიციალურ დღეს, დამთვალიერებლებს 24 რარიტეტულ მანქანას წარუდგენს.

წარმოდგენილ კოლექციაში დამთვალიერებელს "ზილ-115",-ის,
"გაზ-014" -ის, "გაზ-22"-ის, "გაზ-12"-ის, "ჟიგული 01"-ის, "ჟიგული 03"-ის, ზაზ- 965-ისა და ბევრი სხვა მანქანის ნახვის შესაძლებლობა ექნება, რომლებიც მნახველს საინტერესო ისტორიებსაც შესთავაზებენ. მაგალითად, "ზილ-115", უნიკალური ჯავშნიანი ავტომობილია, რომელსაც პოლიტბიუროს წევრები დაჰყავდა, ამის გამო მას ზედმეტი სახელი - "წევრმზიდი" შეარქვეს. ამ მოდელის მხოლოდ 106 მანქანა გამოვიდა საბჭოთა კავშირში, გიორგი მამულაშვილის ავტომუზეუმის ექსპონატი კი რიგით 102-ეა.

რაც შეეხება მუზეუმის ბილეთის ფასს, ეს საკითხი ჯერ გაურკვეველია, თუმცა, როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ავტომუზეუმის მიზანი მოგების მიღება არ არის. შემოსავალი მხოლოდ მუზეუმის შენახვას მოხმარდება.

ავტომუზეუმი, სამომავლოდ, ბევრი სიახლის განხორციელებას გეგმავს: ”მუზეუმის ტერიტორიაზე გაიხსნება კაფე, წარმოდგენილი იქნება რეტროტროლეიბუსი. ასევე გვექნება სერვისი, რომელიც მსურველს საკუთარი რეტრომანქანის შეკეთება-განახლებას შესთავაზებს,”-აღნიშნავენ მუზეუმში.


თამარ კორკოტაშვილი
იხილეთ მასალის ინგლისური ვერსია: Rare models of “Zhiguli”, “Gaz”, “Zil” – Automuseum to open in Tbilisi

იხილეთ სიუჟეტი
იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გერმანულმა პრემიუმ ავტომწარმოებელმა კომპანიამ, Mercedes-Benz-მა მდიდრული ავტომობილების გაყიდვებში საკუთარი უპირატესობა მის უშუალო კონკურენტებზე კიდევ უფრო გაზარდა.
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს.
ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო, ბოლო სამ წელში 53 411 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.
მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი განბაჟების ახალი ტარიფის დაწესებამაც ვერ შეაჩერა.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ”ვიზეარმა” დღეს ახალი მიმართულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
2018 წლის იანვრიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ძალაში შევა.
თუშეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება, - ამის შესახებ  საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.
თბილისის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილები, სავარაუდოდ, მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენება. ამის შესახებ IDFI-ს კვლევაშია ნათქვამი.
1 ნოემბრიდან ე.წ ჭკვიანი კამერები თითქმის ყველგან განთავსდება, სადაც ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით დატვირთულ მონაკვეთებში
საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების - sms-ს საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკო ფუდი" შესაძლოა გაიყიდოს.
სრულად
19.10.2017
ბამბის ნაყინი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია უკვე რამდენიმე თვეა, გასართობი ღონისძიებების უცვლელ ატრიბუტად იქცა.
სრულად
19.10.2017
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.
სრულად
17.10.2017
"სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა. მიწასთან ურთიერთობა მსიამოვნებს. თუშეთში ჩასვლა და მუშაობა კარგი განტვირთვაა,” – ამბობს 23 წლის ფერმერი გიორგი აბულიძე, რომელიც წარმატებული კოოპერატივის ”ალაზნისთავის” ერთ-ერთი წევრია.
სრულად
17.10.2017
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "თიბისი ბანკის" მიერ "პროგრესბანკის" შეძენის თემას უბრუნდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14672-ე