”შერატონ მეტეხი პალასის” განახლება იწყება

30 ოქტომბერს სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასი” იხურება.

ამის შესახებ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ”საქმიან დილაში” ისაუბრეს. სასტუმროს მმართველი არაბული კომპანია ”რაკია” სასტუმროს მასშტაბურ რეკონსტრუქციას იწყებს. ”შერატონ მეტეხი პალასის” სრულმასშტაბიან განახლებაში ინვესტორი კომპანია 25-30 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს.

არსებული ინფორმაციით, იგეგმება სასტუმროს ნომრების გაზრდაც 140-დან 150 ნომრამდე.

როგორც კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, სასტუმროს რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.