”ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან Dunkin’ Donuts (“დანკინ დონატსი”) ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ხელშეკრულების ფარგლებში მომდევნო 5-6 წლის მანძილზე საქართველოში Dunkin’Donuts-ის 35 რესტორანი გაიხსნება. ”ვისოლ ჯგუფის” ინფორმაციით, საქართველოში Dunkin’ Donuts -ის ქსელის განვითარებას „ვისოლ ჯგუფი“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირსა და საბურთალოს ქუჩაზე რესტორნების გახსნით დაიწყებს. „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება ექნება დააგემოვნოს მრავალფეროვანი დონატები, სხვადასხვა სენდვიჩი, ფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტი, ცივი და ცხელი სასმელები, ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაისა და Coolatta-ს პროდუქტები,მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძი. ახლო მომავალში “დანკინ დონატსი“ მენიუში ადგილობრივი გემოვნების გათვალისიწინებით შექმნილ პროდუქტებსაც შეიტანს.
„ვენდის“ შემდეგ „ვისოლ ჯგუფისათვის“ ეს იქნება ამერიკული რესტორნების უკვე მეორე ქსელი, რომელსაც ჩვენ საქართველში განვავითარებთ. ასეთი მასშტაბური, ბრენდების შემოსვლა მნიშვნელოვნად ზრდის ნდობას ჩვენი ქვეყნისადმი, მისი ეკონომიკისა და ბიზნესისადმი”,-აღნიშნავს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
Dunkin’ Donuts ამერიკის ერთ-ერთი ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე 65 წელია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წარმატების ისტორიას ქმნის.