ინგლისში შეეცდებიან, თამბაქოს ბრენდის გარეშე გაყიდვა დააკანონონ

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება თამბაქოს ყუთების უნიფიკაციის შესახებ კანონის შემოღებას ეცდება.

მისი მიღების შემთხვევაში, ყველა მარკის სიგარეტი ერთნაირ შეფუთვაში გაიყიდება. ყუთს მხოლოდ სიგარეტის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა დაამშვენებს. თუკი პარლამენტი კანონის მიღებას მაისის არჩევნებამდე მოასწრებს, მაშინ იგი ძალაში უკვე 2016 წელს შევა. მოწევის წინააღმდეგ მებრძოლებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის ეს ინიციატივა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ინგლისში დაახლოებით, 80 000 ადამიანი, თამბაქოს მოწევით განპირობებული დაავადებებით კვდება.