გორში საგზაო ნიშნები დამონტაჟდება
გორში საგზაო ნიშნები დამონტაჟდება
23 აგვისტო / 2016
გორში 2016 წელს 305 საგზაო ნიშანი დამონტაჟდება. გორის მერიის ინფორმაციით, სადგურისა და კომბინატის დასახლებაში, სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, 26 მაისის სანაპიროზე, სუხიშვილის, ფარნავაზის, თბილისის, ნინოშვილის, სამეფოს, გურამიშვილის, ამილახვარის, ვაჩნაძის, გოგებაშვილის, შარტავას, ეკ. ჯუღაშვილის, კახნიაშვილის, ჭანტურიას, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის ქუჩებსა და
აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზაჯვარედინი“ 305 საგზაო ნიშნის სამონტაჟო სამუშაოებს სამიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე დაასრულებს.

ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 44 997 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

„ქალაქში საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოების სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 83 000 ლარი. პროექტი ითვალისწინებს როგორც ახალი ნიშნების მონტაჟს, ასევე არსებული დაზიანებული ნიშნების ახლით ჩანაცვლებას. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დარჩენილი ნაწილი მომავალ წელს განხორციელდება ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან და გზებზე სატრანსპორტო საშუალებების სვლაგეზების ცვლილებებთან ერთად“, - აღნიშნავენ გორის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში.

პროექტი საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ მომზადდა გორის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც დაამტკიცა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (2016 წლის 6 მაისის №94 განკარგულება; 2016 წლის 3 ივნისის №108 განკარგულება; 2016 წლის 1 ივლისის №131 განკარგულება).
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა (ე.წ. ზონალური საბჭო) საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირებს შორის მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები გვხვდებიან.
დედაქალაქის მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია მოხდება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას დედაქალაქში ურბანული განვითარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას, ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი გახდება, რაც კომპლექსურად, სპეციალური წესით განისაზღვრება.
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ, ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, დედაქალაქს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი დაუბრუნა.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა (ე.წ. ზონალური საბჭო) საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავდა.
დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამაში მოცემული და მოსახლეობასთან შეხვედრებზე გაჟღერებული დაპირებები „ფაქტ-მეტრმა“ გააანალიზა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აჭარაში მერობის კანდიდატების ქონება და ბიზნესინტერესები შეისწავლა.
დედაქალაქის მერიაში, რაიონულმა გამგეობებში, ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურში ტენდერების გზით გაფორმებული 3 711 ხელშეკრულებიდან 1 333-ს ანუ 36%-ს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თბილისის მერიის სისტემაში 2014-17 წლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.
დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა კიდევ 3 ელექტრომობილის მფლობელზე გასცა უფასო პარკირების ნებართვა.
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
18.10.2017
19.10.2017
USD
1
USD
2.4839
2.4844
EUR
1
EUR
2.9223
2.9204
GBP
1
GBP
3.2842
3.2752
RUB
100
RUB
4.3318
4.3347
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

13372-ე