ფარმაცევტული კომპანია

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. საქართველოში „ავერსმა“ 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. დღეისათვის "ავერსის" სააფთიაქო სქელი თბილისში - 126, ხოლო რეგიონებში 164 აფთიაქით არის წარმოდგენილი. მის პარტნიორებს შორის მსოფლიოს სხვადასხა კომპანიები ერთიანდებიან: შვეიცარული, თურქული, ინგლისური იაპონური და სხვ.

2002 წელს “ავერსმა” შექმნა ამიერკავკასიაში უდიდესი ფარმაცევტული საწარმო - “ავერსი-რაციონალი". საწარმო დაახლოებით 142 დასახელების მედიკამენტის 250-მდე პოზიციას აწარმოებს. 2006 წლიდან ექსპორტი ხორციელდება პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე ქვეყანაში.

სადაზღვევო კომპანია „ალფა“ 2009 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელია „ავერსი-ფარმა“, რაც ძლიერი ფინანსური საყრდენია ინოვაციური პროექტებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების განსახორციელებლად. კომპანიის ფილიალები საქართველოს 6 ქალაქშია განთავსებული.

ავერსის ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ 2011 წლის 23 აგვისტოს დაარსდა „მედალფა“ აერთიანებს კასპში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და ბათუმში მდებარე ხუთ მრავალპროფილურ კლინიკას და ერთ ამბულატორიულ/პოლიკლინიკურ დაწესებულებას დაბა მახინჯაურში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლე” მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.

„ავერსის კლინიკამ" ფუნქციონირება 20017 წელს დაიწყო. საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 12 კლინიკას და 19 ლაბორატორიას, „ავერსის კლინიკაში“ 1800 მდე თანამშრომელი მუშაობს, პაციენტების მიმართვიანობა კი დღიურად 2000 მდეა.

„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია პირველია საქართველოში, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტით - ISO 15189. „ავერსის კლინიკის“ სერვისების მიღება შესაძლებელია: თბილისში; მარნეულში; რუსთავში; თელავში; გორში. „ავერსი“ 2004 წლიდან გამოსცემს ჟურნალს „ავერსი“. 2009 წელს კი “ავერსმა” სადაზღვევო კომპანია “ალფა” დააარსა.

ავერსი