სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ჰიპერმარკეტების ქსელი
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს. ის კავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში.
„გორგია“ რამდენიმე მიმართულებით საქმიანობს:
- 1. DIY ჰიპერმარკეტების ქსელი: 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის არჩევანის შესაძლებლობა;
- 2. საკუთარი, ექსკლუზიური ბრენდების წარმოება 18 სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო კატეგორიაში;
- 3. „ანთა დეველოპმენტი“: სავაჭრო და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა;
- 4. „გორგია დისტრიბუცია“: 5000-მდე სადისტრიბუციო ლოკაცია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში;
- 5. კორპორატიული გაყიდვები: 1000-მდე დეველოპერული და სამშენებლო კომპანიის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მასშტაბით;
- 6. შვედური ბრენდის პროდუქცია გორგიაში: ცნობილი ბრენდის იკეას უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი;
- 7. „ლუსონი“: პრემიუმ კლასის პროდუქციის შოურუმი.
„გორგია“ მომხმარებელს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე „გორგიას“ ჰიპერმარკეტი წარმოდგენილია საქართველოს 6 ქალაქში, 8 ფილიალით.
„გორგიაში“ წარმოდგენილია 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდი. ასევე ბრენდები, რომელთა შეძენაც მხოლოდ „გორგიას“ ჰიპერმარკეტშია შესაძლებელი.