მეამას ცივი ყავის ახალი კაფსულები - შექმნილი სპეციალურად ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
მეამა და ბიზნესი - ყავის ინოვაციური გამოცდილება ოფისებსა და ჰორეკა სექტორისთვის
“მეამას” კიდევ ერთი ბრენდული სივრცე “თბილისი მოლში” გაიხსნა
ბაზარზე ჩაი კაფსულებში გამოჩნდება - „მეამა“ ყავის შემდეგ მომხმარებლებს ჩაისაც შესთავაზებს
კაფსულის ყავის მწარმოებელი

კაფსულების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „მეამამ“ ბაზარზე აქტიურად საქმიანობა 2020 წლიდან დაიწყო.

„მეამას“ ყავა წარმოდგენილია ორი ფორმატის კაფსულებით - ამერიკული (ამერიკანო) და ევროპული (ესპრესო). „ამერიკანოს“ ფორმატში 9 და „ესპრესოს“ ფორმატში 6 უნიკალური გემოა. ორივე ფორმატში გათვალისწინებულია უკოფეინო ყავაც. კაფსულები სიძლიერის, კოფეინის შემცველობით და ინტენსივობის მიხედვით დაყოფილია და იზრდება ნომრების მიხედვით. თითოეულ კაფსულაში მოვათავსებულია 5 და მეტი განსხვავებული ქვეყნის ან სახეობის ყავა.

გარდა ყავისა, „მეამას“ ბრენდით ბაზარზე ჩაის კაფსულებიც არის წარმოდგენილი.

კომპანიის ინოვაციური ქარხანა, რომელიც 30,000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული 2020 წელს დასახელდა საუკეთესო საოფისე სივრცედ „Architizer Awards 2020“ მიხედვით. 2019 წელს კი „მეამას“ შენობა არქიტექტურული კონკურსის Archdaily & Strelka Awards-ის გამარჯვებული გახდა საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში.

მეამა