„მაკდონალდსი“ მსოფლიოს 119 ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. 1999 წლიდან კი საქართველოში ოპერირებს.
2020 პანდემიურ წელს "მაკდონალდსმა" თბილისში ორი ახალი ფილიალის გახსნა შეძლო. უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. ორივე რესტორანში 150-მდე ადამიანია დასაქმებული. ასევე დაამატა 2 ახალი მაკკაფე, არსებულ რესტორნებში. 2020 წლისთვის „მაკდონალდსის“ სისტემაში 8 მაკკაფის ფილიალია.
ამავე წელს კომპანიამ პროდუქტის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, 26 000 000 ლარის ინვესტიციით პურ-ფუნთუშეულის საწარმო გახსნა.
2020 წელს საერთაშორისო კომპანიამ HAVI ლოგისტიკთან გრძელვადიანი თანამშრომლობა დაიწყო. კომპანია HAVI უზრუნველყოფს „მაკდონალდსის “რესტორნების ქსელის მომარაგების მართვას, იქამდე HAVI „მაკდონალდსს“ ლოგისტიკურ სერვისს უწევდა.
"მაკდონალდსი“ საქართველოს მასშტაბით 18 რესტორანით არის წარმოდგენილი. 2020 წელს კომპანიის მიერ დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია.