საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ევროკავშირის პრიორიტეტულ ენერგოპროექტებში მოხვდა
საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ევროკავშირის პრიორიტეტულ ენერგოპროექტებში მოხვდა
17 ოქტომბერი / 2013
ევროკომისიამ  ”საერთო ინტერესების მქონე” 250 პრიორიტეტული ენერგოპროექტის სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2014-2020 წლებში ევროპული ფონდიდან 5,85 მილიარდი ევროს დაფინანსებას მიიღებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან ევროპა ორი მიმართულებით მუშაობს: 

ერთი დერეფანი ტრანს-ანატოლიურ გაზსადენს (TANAP), სამხრეთ კავკასიის მაგისტრალს (SCP) და ტრანს-კასპიურ მაგისტრალს (TCP) აერთიანებს და მისი მეშვეობით კასპიური ენერგომატარებლები საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება, მათ შორის სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპის მეშვეობით - ავსტრიას, ადრიატიკის ზღვის გავლით კი -იტალიას.

TANAP -ის ფარგლებში იგეგმება ახალი მილსადენის მშენებლობა, რომელიც ანატოლიას გადაკვეთს და თურქეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ საზღვრებს ერთმანეთთან დააკავშირებს. მილსადენის სიგრძე 1900 კმ-ია, ხოლო საწყისი გამტარიანობა - 16 მილიარდი კუბური მეტრი/წელიწადში.

სამხრეთ კავკასიიის მაგისტრალის გაფართოების პროექტის (SCP-(F)X) ფარგლებში, 2018 წლისთვის არსებული მილსადენის სიმძლავრეები წელიწადში 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ეს მილსადენი თურქეთსა და აზერბაიჯანს საქართველოს გავლით აკავშირებს.

რაც შეეხება ტრანსკასპიის მაგისტრალს (TCP), გეგმის მიხედვით, წყალქვეშა 300 კმ-იანი მილსადენი (გამტარიანობა - 32 მილიარდი კუბური მეტრი/წელიწადში) თურქმენეთის აღმოსავლეთ-დასავლეთ გაზსადენს გამოეთიშება და ბუნებრივი აირით აზერბაიჯანის სენგაჩალის ტერმინალს მოამარაგებს.

მეორე დერეფანი ტრანსკასპიურ გაზსადენს (TCP), სამხრეთ კავკასიის მაგისტრალს (SCP) და წყალქვეშა მაგისტრალს აერთიანებს (ეს უკანასკნელი საქართველოსა და რუმინეთს აკავშირებს, მისი სიგრძე 1250 კმ, ხოლო დღიური სიმძლავრე - 46 მილიონი კუბური მეტრი იქნება), ე.წ. ”თეთრი ნაკადის” საშუალებით ევროპას წელიწადში 8 მილიარდი კუბური მეტრი კასპიური ბუნებრივი აირი მიეწოდება.

როგორც ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა გიუნტერ ეტინგერმა განაცხადა, ევროკავშირი ცდილობს 28-ვე წევრ ქვეყანას ბუნებრივი აირის სულ მცირე ორი წყარო ჰქონდეს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს. 

”როდესაც გაზის ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უსაფრთხო მიწოდებას ვგულისხმობთ. თუ ყველა პროექტი, რომლებიც ამ სიაშია, ჯეროვნად შესრულდება, გვექნება ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებით ყველა ქვეყანას ალტერნატიული მიმწოდებელი ეყოლება”, - განაცხადა ეტინგერმა.

ევროკავშირის პროექტების უმრავლესობა ახალი წევრების - ლიტვის, ლატვიის,ესტონეთის,პოლონეთისა და ფინეთის - ევროკავშირის ენერგოქსელში ჩართვასა და ინტეგრაციას,  აგრეთვე, ბალტიისპირეთში გაზსაცავების მშენებლობას ითვალისწინებს.

დოკუმენტში უკრაინაც ფიგურირებს, კონკრეტულად, პოლონეთთან დამაკავშირებელი ბროდი-ადამოვოს გაზსადენის რეაბილიტაცია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი დიდხანს ცდილობდა, ევროკავშირის პრიორიტეტებში "სამხრეთ ნაკადის" პროექტიც ჩაერთო, თუმცა, უშედეგოდ. ის გაზსადენისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, რომელიც საშუალებას მისცემდა, გვერდი აევლო ევროკავშირის მკაცრი რეგულაციებისთვის.

თუმცა, რუსული პროექტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ევროპელები ბოლო დროს აღარ მალავდნენ.

"სამხრეთ ნაკადის" – ჩვენი აღმოსავლელი პარტნოორების იდეის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა, ვფიქრობ, ის არ უზრუნველყოფს ენერგიის ახალი წყაროების მოძიებას, ისევე როგორც ევროკავშირის შიგნით კონკურენციის ამაღლებას, შესაბამისად, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა და ვერც დაფინანსებას მიიღებს", - განაცხადა სექტემბერში ევროკომისარმა, გაუნტერ ეტინგერმა.

ევროკავშირის უარის მიუხედავად, რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ "სამხრეთ ნაკადი" პერსექტიულია და "გაზპრომს" ურჩევენ, მშენებლობა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე მაინც დაასრულოს.

რუსული ენერგოპროექტის ღირებულება, რომლის მოცულობა 63 მილიარდი კუბური მეტრია, 16 მილიარდი ევროთი განისაზღვრა. მილსადენის მშენებლობა 2012 წლის 7 დეკემბერს დაიწყო და ბუნებრივი აირის პირველ ნაკადს ევროპას 2016 წელს მიაწვდის. სრული სიმძლავრით კი 2018 წელს ამოქმედდება.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
04.12.2016
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების ინიციატივით გამოდის.
სრულად
03.12.2016
მე მაქვს ძალიან მაღალი ნდობა კომერციული საბანკო სექტორისადმი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში
სრულად
03.12.2016
დიახ, შეიძლება დასაწყისში ჩვენ მოგვეჩვენოს, რომ ეს არის უსამართლობა, არასწორად გადანაწილებული თანხები, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ოჯახების კეთილდღეობა აუცილებლად აისახება ყველაზე და ეკონომიკაზე მთლიანად
სრულად
03.12.2016
„ახალი საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, ორი კვირის განმავლობაში გაიწვიოს 10-პუნქტიანი გეგმა, წარმოადგინოს ეკონომიკური განვითარების რეალური გეგმა ან გადადგეს ქვეყნის ეკონომიკური გუნდი.
სრულად
02.12.2016
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რეკომენდაციით გამოდის, როგორ უნდა დავზოგოთ/მოვიძიოთ 1 - 1,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე ”ფეიბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
04.12.2016
05.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854