"საქართველოსთვის ირანული გაზის შესაძლო მიწოდება ”სოკარის” მიერ აღებულ ვალდებულებაზე არ აისახება"
"საქართველოსთვის ირანული გაზის შესაძლო მიწოდება ”სოკარის” მიერ აღებულ ვალდებულებაზე არ აისახება"
7 იანვარი / 2016
აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ”სოკარი” საქართველოში გაზზე მზარდ მოთხოვნას ითვალისწინებს და მზად არის, სრულად უზრუნველყოს ეს მოთხოვნა.
ამის შესახებ ”სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანულ სააგენტო ”ტრენდთან” საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ირანული გაზის შესაძლო მიწოდება ”სოკარის” მიერ აღებულ ვალდებულებაზე არ აისახება.
”ამ მოლაპარაკებების წარმოების მიზეზებზე, უმჯობესია, ქართულ მხარეს გაესაუბროთ. რას შეეხება ”სოკარს”, ჩვენ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები გვაქვს, რომელსაც მომავალში სრული მოცულობით შევასრულებთ”, - განაცხადა მამედოვმა.
"სოკარ ენერჯი ჯორჯიას" შეფასებით, საქართველოში გაზის დამატებითი მოცულობის ექსპორტის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს.
”ქართული ბაზარი წელიწადში მხოლოდ 8-10 %-ით იზრდება და ”სოკარი” ამ ზრდას ითვალისწინებს. თუ კომერციულ ბაზარზე გაზის ნაკლებობა შეიქმნება, აზერბაიჯანს ამ მოცულობის მიწოდება შეუძლია. ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან კონტაქტი ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს”, - განაცხადა მამედოვმა.
სააგენტო ”ტრენდი” ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გაზის მიწოდების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
კომენტარები (1)
07.01.2016
გია
მე მგონი საქართველო თვითონ უნდა გადაწყვითოს ვისგან შეისკიდის გაზს,და არა სოკარი
მსგავსი სიახლეები
კომპანია BPC თებერვლიდან ასკილის ბიოწვენს აშშ-ში, ჯორჯიას შტატის ქალაქ ატლანტაში გაიტანს.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმრო "შატო დიოში" იმყოფებოდა. 
2016 წელს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველომ რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ 185 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებად რჩება, სადაც მომავალ წელს ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს გააგრძელებს.
კომპანია „ლაითური“ ოზრუგეთში, 25 ჰა მიწის ნაკვეთზე ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს გახსნის. ქონების მართვის სააგენტოს ცნობით, „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიას“ მიწა 25 წლის ვადით გადაეცა.
ბიძინა ივანიშვილის გუნდმა კიდევ ერთი, საქართველოს ინტერესებისადმი მტრული გადაწყვეტილება მიიღო
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი საქართველოში ბელორუსის რესპუბლიკის ელჩს, მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა.
„გაზპრომ ექსპორტი“ ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა საქართველოსა „გაზპრომს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.01.2017
”ნაციონალური მოძრაობა” „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროების მოთხოვნით, პარლამენტს რეზოლუციით მიმართავს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
სრულად
18.01.2017
“გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში მიღებულია გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
სრულად
18.01.2017
გვაქვს მაღალი ნდობა ხელისუფლების მიმართ იმ მძიმე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც „გაზპრომთან“ გაიმართა
სრულად
17.01.2017
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ლივნიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სრულად
17.01.2017
დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა მყარი დოლარია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
18.01.2017
19.01.2017
USD
1
USD
2.6543
2.6624
EUR
1
EUR
2.8335
2.8440
GBP
1
GBP
3.2271
3.2758
RUB
100
RUB
4.4828
4.4972