როგორ აისახება აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისი საქართველოზე
როგორ აისახება აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისი საქართველოზე
14 იანვარი / 2016
2015 წელს აზერბაიჯანულმა მანათმა დოლართან მიმართებაში დევალვაცია ორჯერ განიცადა.
პირველად აზერბაიჯანული მანათის დევალვაცია 2015 წლის თებერვალში მოხდა, 21 დეკემბერს კი აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი ვალუტის ფიქსირებული კურსიდან ე.წ. მცურავ კურსზე გადავიდა.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, აზერბაიჯანში შექმნილი სავალუტო კრიზისი მალე ქართული ეროვნული ვალუტის კურსზე დამატებით ზეწოლას მოახდენს.
ლევან კალანდაძის განცხადებით, ერთი მხრივ აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისი და მეორე მხრივ, აზერბაიჯანული ბიზნესის დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა საქართველოში, ქვეყნისთვის გარკვეულ რისკ ფაქტორს წარმოადგენს.
"იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ ფორმალურად გადავიდა მცურავ კურსზე და სინამდვილეში მკაცრი სავალუტო რეგულაციები დააწესა, აზერბაიჯანიც და ზოგადად იქაური ბიზნესიც დაინტერესებულია საზღვარგარეთ მაქსიმალურად დოლარის მასის გაზრდაზე ორიენტირებული ოპერაციები განახორციელონ. ეს არ არის კატასტროფული ტენდენცია, თუმცა გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევი ფაქტორია, ამიტომ სამომავლო მოქმედებების და მონეტარული პოლიტიკის კორექტირების კუთხით უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში მაინც ხელისუფლებამ ეს რისკ ფაქტორი, როგორც დამატებითი რისკ ფაქტორი ლართან მიმართებაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“, - აღნიშნავს ლევან კალანდაძე. მისი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის ადეკვატური, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის პირობებში, არსებული სიტუაცია შესაძლებელია მეტნაკლებად დაბალანსდეს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარება. მისი თქმით, ქვეყანას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება მოუწევს. კალანდაძის აზრით, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ბიუჯეტის მაქსიმალურად თანმიმდევრული ხარჯვითი პოლიტიკის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით გარკვეული გადაცდომების გამორიცხვაა, რათა თავად ბიუჯეტი არ გახდეს ლარის კურსის გაუფასურების მაპროვოცირებელი. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემას უკავშირდება.
,,ამ მხრივ მთავრობის ეკონომიკური გუნდის ჰიპერაქტიური პოლიტიკის განხორციელებაა საჭირო, ქვეყანაში ალტერნატიული სავალუტო ნაკადების შემოდინების მაქსიმალური ზრდა და უზრუნველყოფა საბოლოო ჯამში დააბალანსებს იმ რისკ ფაქტორებს, რაც დღესდღეობით აქტუალურია ჩვენთვის“, - აღნიშნავს ლევან კალანდაძე.
რეგიონში შექმნილ სიტუაციას საგანგაშოდ მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია. მისი შეფასებით, აზერბაიჯანში გაჩენილი პანიკა და დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა საქართველოს აუცილებლად შეეხება.
„აზერბაიჯანის ბიზნესი ეცდება საქართველოში გადაახურდავოს მანათი მყარ ვალუტაზე და ეს გაზრდის დოლარზე მოთხოვნას. ასევე, რუსეთის ვალუტის დოლართან
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაცვლითი კურსი 76-ის მიდამოებში დაფიქსირდა, რაც ძალზე დაბალია ბოლო სამი თვის მანძილზე. რუსეთი ყველა საქაონელს ყიდის რუსულ რუბლებში, რაც ძალზე იაფს, დემპინგურს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ფასს.
იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღის ზრდით, იზრდება დოლარზე მოთხოვნილება საქართველოში და კონკურენციის პირობები ირღვევა საქართველოს მეწარმეებისათვის ჩვენს ბაზარზე, რაც ემუქრება ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების მოზიდვასაც“, - აღნიშნავს ჯგერენაია.
ექსპერტის აზრით, აუცილებელია სასწრაფოდ შეიქმნას არსებული სიტუაციის კონტრნაბიჯების შემსწავლელი და სამოქმედო სქემის შემქმნელი საგანგებო საბჭო ხელისუფლების სხვადასახვა შტოების, ბიზნესწრეების და საექსპერტო წრეების მონაწილეობით, რათა თავიდან იქნას აცილებული საფინანსო ზვავი, რომლის საშიშროებაც რეგიონში დღითიდღე იზრდება.
კოლეგებს არ ეთანხმება ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე. მისი შეფასებით, აზერბაიჯანში შექმნილი კრიზისი ქართული ეროვნული ვალუტის კურსზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. კაპანაძის თქმით, აზერბაიჯანი მართალია არის საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაზე რაიმე მკვეთრად ნეგატიური გავლენის მოხდენა შეეძლოს.
,,აზერბაიჯანთან გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები და შესაბამისად, იქ მიმდინარე კრიზისს საქართველოსთან მიმართებაშიც რაღაც ზეგავლენა ექნება, მაგრამ არა იმდენად მასშტაბური, როგორიც, მაგალითად რუსეთში მიმდინარე მოვლენებს აქვს ჩვენს ქვეყანაზე, ვინაიდან აზერბაიჯანიდან საქართველოში ნაკლებია ფულადი გზავნილების შემოდინება და არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არ არის ძალიან დიდი მასშტაბის. საქართველოში მეზობლებთან შედარებით ვალუტის გაუფასურება ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, ვინაიდან მათგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად იყო მიბმული ეგრეთ წოდებულ ნავთობზე დამოკიდებულ ქვენებზე. აზერბაიჯანის კრიზისის მთავარი მაპროვოცირებელი კი სწორედ ნავთობის ფასების შემცირებაა“, - აღნიშნავს ნოდარ კაპანაძე.

ქრისტინე გამთენაძე

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
17 იანვარს სესხების გალარების პროგრამა დაიწყო, რომელიც დაახლოებით 33,000-მდე სესხს შეეხება, ამ თანხის ლარში კონვერტაციისთვის კი ვადად 2 თვეა გათვალისწინებული.
13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7211 ლარი შეადგინა.
”ეროვნული ბანკი მკვდარია”, - ამ სახელწოდებით ეროვნული ბანკის შენობასთან საფინანსო ორგანიზაცია ”საქართველოს” მეანაბრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ბანკებს აშკარად ლიკვიდობის პრობლემა აქვთ. მართალია, ფინანსურ სტრუქტურებში ამას არ აღიარებენ, თუმცა საბანკო სფეროს სპეციალისტები კომბანკების გასაჭირზე დამაჯერებლად საუბრობენ.
12 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7372 ლარი შეადგინა.
17 იანვარს საბანკო სექტორი სესხების გალარების პროგრამის დაწყებას მომზადებული ხვდება
მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.
საქართველოს ბანკების ასოციაცია გალარების სამთავრობო პროგრამას მხარს უჭერს, - ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა.
რყევები არის მოკლევადიანი, გრძელვადიან ნაწილში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს
კომერციული ბანკების მარწუხებიდან საფონდო ბაზრის გამოხსნა მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემდა, ქართული კომპანიები დაეფინანსებინა ლარში, სესხით თუ აქციების შეძენით
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.01.2017
”ნაციონალური მოძრაობა” „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროების მოთხოვნით, პარლამენტს რეზოლუციით მიმართავს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
სრულად
18.01.2017
“გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში მიღებულია გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
სრულად
18.01.2017
გვაქვს მაღალი ნდობა ხელისუფლების მიმართ იმ მძიმე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც „გაზპრომთან“ გაიმართა
სრულად
17.01.2017
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ლივნიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სრულად
17.01.2017
დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა მყარი დოლარია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
18.01.2017
19.01.2017
USD
1
USD
2.6543
2.6624
EUR
1
EUR
2.8335
2.8440
GBP
1
GBP
3.2271
3.2758
RUB
100
RUB
4.4828
4.4972