საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს
საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს
18 იანვარი / 2016
მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი შიმშილობს. ამის შესახებ საუბარია სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კვლევა 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ინსტიტუტმა ასევე დაადგინა ე.წ. შიმშილობის ინდექსი სხვადასხვა ქვეყნისათვის და შესაბამისი სიაც შეადგინა.

განვითარებული ქვეყნების უმეტესობა ამ სიის მიღმა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ პრაქტიკულად არავინ შიმშილობს. რაც შეეხება საქართველოს, კვლევის ავტორთა ანგარიშით, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, აზერბაიჯანში მოსახლეობის მხოლოდ 1,7% შიმშილობს, სომხეთში - 5,8%, თურქეთში - 0,2% და რუსეთში - 0,7%.

ყველაზე სავალალო მდგომარეობა ჰაიტიზეა, სადაც მოსახლეობის 53,4% შიმშილობს, შემდეგ მოდიან ზამბია - 47,8%, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 47,7%, ნამიბია - 42,3%, ჩრდილოეთ კორეა - 41,6% და ჩადი - 33,4%.

აღსანიშნავია, რომ სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტს "შიმშილობის ინდექსი" კიდევ რამდენჯერმე აქვს გამოქვეყნებული - 1995, 2000 და 2005 წლებში, საქართველოში კი, მათი დასკვნით, ასეთი მდგომარეობა იყო: 1995 წელს საქართველოს მოსახლეობის 46,4% შიმშილობდა, 2000 წელს - 14,8%, 2005 წელს კი - 6,3%.

ქართველ სპეციალისტთა შეფასებები კვლევის იმ შედეგთან დაკავშირებით, რომ 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობდა, არაერთგვაროვანია.

სტატისტიკის სპეციალისტის ნოდარ კაპანაძის განმარტებით, ეს რეალური მაჩვენებელია.

7,4% - ეს მაჩვენებელი მაღალია, თუმცა მასზე დაყრდნობა შეიძლება. ეს მონაცემი რეალობასთან ახლოსაა, რადგან არსებულ მონაცემში ადამიანი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო მოხვდეს. მაგალითად, საკვები ენერგიის ნაკლებობა და დიეტა.

"თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შიმშილობის ზღვარზე არიან მისული, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებსაც საარსებო მინიმუმი არ გააჩნიათ. ასეთი კი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 7-10%-ია.

"არ მგონია, ამ პროცენტულ მაჩვენებელში შიმშილისგან სიკვდილის პირას მისული ადამიანები იგულისხმებოდნენ, რადგან ეს მაჩვენებელი უფრო დიდი იქნებოდა. ხშირად არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა არ იციან, რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღონ იმისთვის, რომ ამ პროცენტულ მაჩვენებელში არ მოხვდნენ", - განმარტა კაპანაძემ.

ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის განმარტებით, საქართველოში ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებშია ასახული. მისივე ცნობით, საქართველოში 1.2-დან 1,5 მილიარდამდე ადამიანს კვებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს.

"მოშიმშილე ადამიანი არის ის, ვინც ყოველდღიურად
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფიზიოლოგიურ შიმშილს განიცდის. ადამიანმა რომ შეძლოს არსებობა, ყოველდღიურად მას 2 300 კალორია სჭირდება, თუმცა ეს მინიმუმია, ამაზე ნაკლები უკვე მის სიკვდილს გამოიწვევს.

"უნდა ხდებოდეს საკვების დაბალანსება. მაგალითად, მცენარეული საკვები ცხოველურთან შედარებით ნაკლები უნდა მიიღოს ადამიანმა. შიმშილის პრობლემა საქართველოში გაცილებით მეტ ადამიანს აქვს და მათი რაოდენობა 7,4%-ზე მეტია.

მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა საქართველოში 250 ათასამდეა. 7,4% ფაქტობრივ მდგომარეობას ვერ ასახავს და იგი 30% მაინც უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში მილიონ ორასი ათასიდან მილიონნახევრამდე ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს კვების რაციონთან დაკავშირებით", - განმარტა "მთელ კვირასთან" საუბრისას არჩვაძემ.

ექიმთა განმარტებით, შიმშილობა ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ყოველდღიურად საკვების სახით იმაზე ნაკლებ კალორიას ღებულობს, ვიდრე მისი ფიზიკური არსებობისათვისაა აუცილებელი. კალორიების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა კი ასაკისა და სქესის მიხედვით სხვადასხვაა: ზრდასრულმა ქალბატონებმა დღის განმავლობაში საშუალოდ 1600-1800 კალორია უნდა მიიღონ, მამაკაცებმა - 2000-2500 კალორია, ხოლო 12-16 წლის მოზარდებმა - ასევე 1600-1800 კალორია.

ლიკა გურაბანიძე
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (3)
19.01.2016
OnTARIo
მშიერი პენსიონერი-ს თქვენ ვინ ბრძანდებით, რომ წყვიტავთ საქართველოს ბედს? ეტყობა უკვე მიჩვეულხართ თურქების მონობას. იყავით, თუკი გაწყობთ მონური ცხოვრება.....საქართველო კი არავითარ შემთხვევაში სხვისი, მით უმეტეს თურქეთის მონა არ გახდება....... რაც შეეხება შიმშილობას? არ უნდა იყოს ადამიანი ზარმაცი. მე მგონი ყველა მაცხოვრებელს აქვთ მიწები.დაამუშაონ, ხელიბი გაანძრიონ და ექნებათ პურის ფულიც......
18.01.2016
მშიერი პენსიონერი
თურქეთში არავინ არ შიმშილობს. მხოლოდ არიან ზარმაცები მუშაობა რომ ეზარებათ. მაგრამ მათხოვარს ძალიან იშვიათად დაინახავ. ააქვთ კარგად მოწყობილი თავშესაფრები და იქ ყავთ ზარმაცი და უბინაო ხალხი. არის აგრეთვე ,,ხუცურ ევი,, სადაც მოხუცები მიდიან თავის პენსიით და თავის ნებით. მაგრამ ისეთი კარგი პირობებია რომ სახლებს ურჩევნიათ მოხუცებს. სტატისტიკოსებს ტყუილების წერაში უხდიან ფულს საქართველოში. ჩვენ ყველაფერში გვაბოლებენ და გვატყუებენ. თურქეთისთანა აყვავებული ქვეყანა რომ ვიყოთ რაღა გვიჭირს. მივესალმები თურქეთთან მიერთეებას და მათ კანონებს. მაგრამ რუსეთს ვყავართ კლანჭებში. თუმცა არც რუსეთია დასაწუნი. ჩვენ ყველა ქვეყანა გვჯობია.გამათხოვრებული ვართ და დაგლაავებული ყველა მთავრობის ხელში.ესმაინც ნამეტანი მატყუარა და ერთეულებზე მზრუნველი მთავრობა ავირჩიეთ.არა ვარ ნაცი. ორივე ჭირმა მოსპოს და გადააშენოს
მსგავსი სიახლეები
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზას ხეხილის 40-ზე მეტი პერსპექტიული, ესპანური ჯიში გადაეცა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების მიერ 616, 230 დანაშაულიდან, საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 6,541 დანაშაული მოდის (1.1%).
მიმდინარე წელს ფუფუნების საგნების რეკლამირებაში ბიუჯეტი გაიზრდება.
წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18%-ით გაიზარდა.
მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 11.7%-ით გაიზარდა და 67 414 ერთეული შეადგინა.
იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში მდებარე სასტუმრო Henn-na-ში მომუშავე პერსონალი რობოტებმა ჩაანაცვლეს.
ვიდეორეკლამის სახეობებს შორის მომხმარებლისთვის პრე-როლების მიმართ ყველაზე ლოიალურია.
ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა 2017 წლის ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქი უკვე მეოთხე წელია, სინგაპური სახელდება, რომელსაც მოსდევს ჰონგ-კონგი და ციურიხი.
2017 წლის პირველი 3 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 43.62%-ით გაიზარდა.
IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა „გაზპრომთან“ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას ნეგატიურად აფასებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის აზრით, საქართველოს ეკონომიკამ მიმდინარე წლის დასაწყისშივე კარგი სტარტი აიღო, რაც პირველი კვარტლის შედეგების გამოქვეყნებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
სრულად
28.04.2017
2016 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 98,3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2,4 პროცენტით მეტია.
სრულად
28.04.2017
ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
სრულად
28.04.2017
წინასწარი მონაცემებით, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 5.3%, ხოლო იანვარი-მარტის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5.0% შეადგინა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768