"ზაფხულში ტურისტების ზრდას მეზობელი სახელმწიფოებიდან ველოდებით"
"ზაფხულში ტურისტების ზრდას მეზობელი სახელმწიფოებიდან ველოდებით"
20 იანვარი / 2016
2015 წელს ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცით მგზავრთა რეკორდულმა რაოდენობამ ისარგებლა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ, რაც სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთა რეკორდული რაოდენობაა. 2014 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 12, 57%-ით არის გაზრდილი. ამასთანავე, გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება და რეგულარული, თუ ჩარტერული რეისების რაოდენობაც. 2015 წელს მოიმატა ცალკეულ აეროპორტებში მგზავრთა რიცხვმაც. ქართულ ავიაციაში დღეს არსებულ სიტუაციაზე და სამომავლო პერსპექტივებზე „ბიზნესპრესნიუსი“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს გურამ ჯალაღონიას ესაუბრა:

- ბატონო გურამ, თქვენი სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. რამ გამოიწვია ეს ზრდა?

- 2015 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურნენ 2 261 006 მგზავრს, ასეთი ციფრი ბოლო წლების განმავლობაში მართლაც პირველად დაფიქსირდა. მგზავრთნაკადის ზრდა გამოწვეულია რამდენიმე ძირითადი მიზეზით: უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადმა საგრძნობლად მოიმატა საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის ავიაკომპანიები უცვლელად და შეფერხების გარეშე ახორციელებდნენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა თურქულმა ავიაკომპანიამ - "პეგასუსმა" - ერთი ახალი მიმართულებაც კი დაამატა - სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით. აუცილებლად უნდა შევეხო ისრაელიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრთნაკადის 44%-იან ზრდასაც - ყოველივე ამას საბოლოო ჯამში დადებითი შედეგი მოჰყვა.

- ყველაზე დატვირთული რომელი აეროპორტები იყო?
- 2015 წელს ყველაზე მეტად იყო დატვირთული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 1 847 111 მგზავრს მოემსახურა, რაც 17.25%-ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 226 476 მგზავრს მოემსახურა - ეს 5.91%-ით მეტია წინა წლის მგზავრთნაკადზე. 2-ჯერ და მეტად არის გაზრდილი მესტიის აეროპორტის მიერ მიღებული მგზავრთა რაოდენობაც. 2015 წლის აპრილიდან დროებით შეფერხდა საჰაერო მიმოსვლა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, რის გამოც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 35 049 მგზავრით ნაკლები გადაიყვანა, მაგრამ აღნიშნული კლების შესამცირებლად ერთობლივად მუშაობენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც და აეროპორტებიც.

- რა პერსპექტივები აქვს ჩვენს საავიაციო ბაზარს უახლოეს წლებში?

- მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს აეროპორტებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ავიაბაზარზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოქმედი ავიაკომპანიების რიცხვიც მატულობს. ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, მგზავრთნაკადი მომავალშიც გაიზრდება, თუმცა რამდენად - ამის დაზუსტებით თქმა ცოტა ძნელია.

- ბატონო გურამ, ბოლო ხანებში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის საავიაციო ბაზარზე?
- ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამ შემთხვევაშიც რთულია, თუმცა, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სეზონზე საქართველოსკენ მომავალი ტურისტული ნაკადები პირიქით, მოიმატებს; როგორც მოგეხსენებათ, ტურიზმი საქართველოსათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სფეროა, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მიმზიდველი გარემოს შექმნა, რათა საქართველოში უფრო მეტი ტურისტი ჩამოფრინდეს. ყველაზე მეტად, მათი რიცხვის ზრდას ისევ და ისევ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან ველოდებით, კერძოდ - რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან... აღსანიშნავია ისრაელიც, საიდანაც საქართველოში მომავალი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ჩვენი უწყება მზად არის ითანამშრომლოს ჩვენს ქვეყანაში მოქმედ ყველა ავიაკომპანიასთან და ხელი შეუწყოს მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ვცდილობთ, უკვე არსებულ ავიარეისებს ახალი მიმართულებებიც დავუმატოთ. ასევე, მზადყოფნას გამოვთქვამთ ვითანამშრომლოთ სხვა ქვეყნების ავიაკომპანიებთანაც, მათი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის მიზნით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მცდელობები სასიკეთო ნაყოფს გამოიღებს.

ხათუნა ჩიგოგიძე

კომენტარები (1)
20.01.2016
დიტო
ელოდეთ ელოდეთ :)
მსგავსი სიახლეები
აგვისტოში ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის გაფართოების პროექტი იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება
რამდენიმე დღეში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში
GEM FEST-ის გახსნის პირველივე დღეებში ვუმასპინძლეთ 10 ათასამდე ვიზიტორს, საიდანაც 64% უცხოელი იყო.
ადრე თუ გვიან, ადეკვატური ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ხელისუფლებამ უნდა მიმართოს იმ ზომას, რომ რუსულ ავიაკომპანიას შეუჩეროს ფრენის უფლება საქართველოში.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა, ვინაიდან ქართული მხარე რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ მიმართ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
2017 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 40.07%-ითაა გაზრდილი
საქართველოსა და ქუვეითს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა იწყება.
ანანური, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ტურისტულ სანახაობას წარმოადგენს, ძლიერ დაბინძურებულია.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.07.2017
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები
სრულად
21.07.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მნიშვნელობა და როლი განმარტა.
სრულად
21.07.2017
ძალიან მალე, შემდგომაზე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს
სრულად
21.07.2017
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ან ზოგადად, უძრავი ქონების გასხვისებაზე არავინ არანაირი შეზღუდვის შემოღებას არ აპირებს
სრულად
21.07.2017
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.07.2017
24.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713