საქართველოში გაზსაცავი უცხოურმა კომპანიამ არ უნდა ააშენოს
საქართველოში გაზსაცავი უცხოურმა კომპანიამ არ უნდა ააშენოს
22 იანვარი / 2016
გაზსაცავის მშენებლობაზე კომპანია "ჯეოსტოკი" დასკვნას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. გაზსაცავისთვის ადგილი უკვე შერჩეულია - სამგორის სამხრეთი თაღის საბადო. ახლა სახელმწიფო ინვესტორის ძიებაშია. როგორც "რეზონანსი" წერს, ცოტა ხნის წინ პროექტში მონაწილეობაზე ინტერესი უკვე გამოთქვა აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანია "სოკარმა". ენერგეტიკოსები პროექტში კერძო კომპანიების მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ გაზსაცავის ასაშენებლად სახელმწიფომ სახსრები თავად უნდა გამონახოს.

წინასწარი გათვლით გაზსაცავის მშენელობა ყოველ 1 მილიონ კბ/მ-ზე 1 მილიონი დოლარი ჯდება. საერთო ჯამში, გაზსაცავი 230-250 მლნ კბ/მ აირზეა გათვლილი და პროექტის ღირებულებაც სწორედ 230-250 მილიონი დოლარია. რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტად მყოფმა "სოკარის" დელეგაციამ პროექტში მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა.

"აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია "სოკარი" მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტში", - განაცხადა "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" ხელმძღვანელმა მაიარ მამედოვმა.

აზერბაიჯანული კომპანიის პროექტში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც. "სოკარი დაინტერესებულია ამ პროექტში მონაწილეობით. მე ვფიქრობ, პროექტის რეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის", - აღნიშნა მინისტრმა.

სპეციალისტები პროექტში კერძო კომპანიების მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან. ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის აზრით, გაზსაცავი სახელმწიფომ უნდა ააშენოს, ხოლო თუკი მას სახსრები არ ჰყოფნის, კერძო კომპანია პროექტში მინიმალური წილით უნდა შემოიყვანოს.

"კერძო კომპანია არავითარ შემთხვევაში უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ. გაზსაცავი უნდა ააშენოს სახელმწიფომ და თუ მას საკმარისი სახსრები არ აქვს, მაშინ კერძო კომპანია მინიმალური პროცენტით უნდა შეიყვანოს წილში", - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

იგი პროექტში "სოკარის" მონაწილეობას დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ უმჯობესია სახელმწიფოს პარტნიორი რომელიმე დასავლური კომპანია იყოს.

"სახელმწიფოს თანამონაწილე არ უნდა გახდეს ის კომპანია, რომელსაც უკვე ძლიერი პოზიციები უკავია საქართველოს გაზის სექტორში - განაწილება, დისტრიბუცია, ტრანზიტი. დარგი უნდა იყოს დივერსიფიცირებული. უმჯობესია შემოვიდეს დასავლური კომპანია და კომერციული სარგებელი სწორედ მასთან განაწილდეს", - აღნიშნავს მარგველაშვილი.

ენერგეტიკოს დავით ელიაშვილის გათვლით, კერძო კომპანიის მფლობელობაში ქართველ მომხმარებელს გაზსაცავის ბუნებრივი აირი დაახლოებით 30%-ით გაუძვირდება.

"თუკი გაზსაცავის ოპერირებას კერძო კომპანია განახორციელებს, გაზის ტარიფი გაცილებით მაღალი იქნება. მე ეს დავთვალე და დაახლოებით 30%-ით იზრდება ფასი", - ამბობს დავით ელიაშვილი.

"რეზონანსი" უკვე წერდა, რომ თავის დროზე ყოფილმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ 500 მილიონიანი ევროობლიგაციის გამოშვება სწორედ გაზსაცავების მშენებლობის დაფინანსებით ახსნა. პროექტის განხორციელებისთვის ამ თანხის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაწილი საკმარისი იყო, თუმცა საბოლოოდ, ობლიგაციების ემისიიდან აღებული ვალი სოციალური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდა.

ამჟამად გაზსაცავის პროექტის ეკონომიკურ დასაბუთებაზე ფრანგული კომპანია "ჯეოსტოკი" მუშაობს, რომელმაც დასკვნა უახლოეს მომავალში უნდა გამოაქვეყნოს. პარალელურად ნავთობისა და გაზის კორპორაცია დაფინანსების წყაროს ეძებს. მოლაპარაკება მიმდინარეობს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან.

ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს შუა ვოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა. გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ იქ 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ია.

"გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში და შეამცირებს გაზის მოწოდება-მოხმარებას შორის არსებულ სეზონურ დისბალანსს", - აღნიშნავენ კორპორაციაში.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსის თემურ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი და შესწავლითი სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობისა და დეტალების დადგენა. რაც შეეხება გაზსაცავის სავარაუდო ღირებულებას, ჯერ ეს დეტალები უცნობია.

"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია საკანონმდებლო საფუძვლების ჰარმონიზაციის ვალდებულება. ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით გასატარებელი საქმიანობა, გაზსაცავის მოცულობისა და სხვა პარამეტრების ხელახალ გადაანგარიშებას მოითხოვს. შესაბამისად, ინფორმაცია როგორც ოპტიმალური მოცულობის, ისე ღირებულების შესახებ, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შემდეგ გაირკვევა", - აღნიშნა თემურ გოჩიტაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

სპეციალისტების განცხადებით, მიწისქვეშა გაზსაცავი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაზმომარაგების სისტემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს შეადგენს. მოქმედი მსხვილი მიწისქვეშა გაზსაცავების რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 600-ს გადააჭარბა.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (4)
24.01.2016
პაპარაცს
რა სწორად ჩამოაყალიბე ყველაფერი. სად მოთხარა ბიძინამ ეს ნაყიდი დიპლომებიანი შტერი მინისტრები. ქმარი მყავდა ფეხბურთელი. მაგათზე გაუნათლებელი და თავის-თავზე დიდი წარმოდგენის ხალხი არ არსებობს. გონიათ ყველაფერი იციან, სინამდვილეში ორ ბატს არ მიაბარებს კაცი და ბიძინამ რა იფიქრა ამხელა თანამდებობაზე რომ შესვა კალაძე. რომელი განათლებული და ნაკითხი ეგ მყავს, ბურთით იშოვნა ფულები და ეს გონია ბიძინას ყველაფერი. მართლა მცოდნე და განათლებული ხალხი სახლში ზის და ამნაირი ფულის სვავები რომლებსაც ფული გონიათ ცოდნა და განათლება სავარძლებში ზიან.,ცოლიც კარგი გოიმი ყოლია,ნუთუ სანათესაოში არავინ ყავსგაჭირვებული რომ დაეხმაროს. ბავშვებს ახლავე რყვნიან და ზრდიან არაკაცებად. გოიმები ბიძინა გამოფხხიზლდი. ხომ ხედავ ქვეყანა დაღმართში მიგყავს.
24.01.2016
პაპარაცი-ს
რამდენი ბოღმა გადმოაფრქვიე ამ ახალგაზრდა კაცზე! როგორ უნდა დაიტიო გულში ამდენი ბოღმა!
მსგავსი სიახლეები
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) ხვალ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მშენებლებს კერძო დავების გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს, - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან.
დაუსრულებელი მშენებლობისგან არაერთი მოქალაქე დაზარალებულა. ისინი, იმ პირობით, რომ ბინებს კონკრეტულ ვადებში მიიღებდნენ, გარკვეულ თანხებს იხდიდნენ, თუმცა ბევრი მათგანი შესრულებული პირობის გარეშე დარჩა.
დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღვათები ორი წლით გახანგრძლივდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ქალის ტანსაცმლის ბრენდი Bebe ყველა მაღაზიას ხურავს. 
თბილისში, შარტავას ქ. #31-ში მშენებარე ობიექტზე ერთი პირი გარდაიცვალა.
ევროპასა და ამერიკაში მწვანე სახურავი ქვეყნების ეკოპროგრამის ნაწილია და ადგილობრივი მთავრობების მიერ არის მხარდაჭერილი.
ავტოიმპორტიორი კომპანიები შეკვეთების შემცირებაზე საუბრობენ.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ”სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილა.
”აწარმოე საქართველოში“ ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ხუდონჰესთან დაკავშირებით ინვესტორ კომპანიასთან გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი სახელმწიფომ წამოიღოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაიწყება თუ არა წელს ხუდონჰესის მშენებლობა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.04.2017
2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.5%-ით, 0.4 მილიარდი ლარით გაიზარდა და 29.8 მილიარდი ლარი შეადგინა.
სრულად
27.04.2017
„გოლდმენ საქსის“ ანალიტიკოსთა ჯგუფის შეფასებით, გეოპოლიტიკური რისკები, ოქროზე მოთხოვნის გაძლიერებას განაპირობებს და ეს სიტუაცია უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება.
სრულად
26.04.2017
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მტკვარზე მგზავრების გადაადგილების ალტერნატიული საშუალების შექმნის მიზნით, წყლის ტრანსპორტის განვითარება იგეგმება.
სრულად
26.04.2017
ბოლო სამკვირიანი ვარდნის შემდეგ, ამერიკული დოლარის ინდექსმა ზრდა აჩვენა.
სრულად
26.04.2017
ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.04.2017
28.04.2017
USD
1
USD
2.4773
2.4751
EUR
1
EUR
2.6968
2.6996
GBP
1
GBP
3.1774
3.1939
RUB
100
RUB
4.3797
4.3579