ვის გააქვს საქართველოდან დიდი რაოდენობით დოლარი?
ვის გააქვს საქართველოდან დიდი რაოდენობით დოლარი?
25 იანვარი / 2016
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვებიდან გამოტანილი დოლარის მოცულობა, შესაძლოა, "აზერბაიჯანულმა მტვერსასრუტმა" შეისრუტოს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ კვირაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი დოლარის მიმართ ისე გაუფასურდა, რომ თავისი ისტორიული მაქსიმუმი "გააუმჯობესა". ოფიციალური კურსით, 1 დოლარი 2,4694 ლარი ღირს, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი გაცვლითი კურსი 1 დოლარისთვის 2,50 ლარსაც კი აჭარბებს. არსებ­ობის 20 წლის თავზე ლარმა გაუფასურების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი ექსპერტები ლარის გაუფასურებას კიდევ ელიან.

ეკონომისტები ლარის კურსის ვარდნის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. საგარეო ფაქტორების ჩამოთვლისას განსაკუთრებით გამოყოფენ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ლარზე ზეწოლას, ძირითადად, ახდენს შემდეგი საგარეო ფაქტორები: ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის გავლენა აზერბაიჯანსა და რუსეთზე, გაუფასურებული მანათი და რუბლი, აგრეთვე უკრაინული გრივნა და თურქული ლირა, შემოსული ფულადი გზავნილებისა და ინვ­ესტიციების შემცირება, გაძვირებული იმპ­ორტი და ექსპორტის შემცირება. საგარეო ფაქტორების გარდა, ექსპერტები ლარის გაუფასურების მიზეზად შიდა პრობლემებსაც ასახელებენ. ისინი ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, ახლა მაინც იმუშაონ ერთად და ხისტი პოლიტიკა წარმართონ - გააკონტროლონ მიმოქცევაში ლარისა და უცხოური ვალუტის თანაფარდობა, შეამცირონ მიმოქცევაში ლარის ბანკნოტები, რაც თავის დროზე, 1998 წლის რუსეთის დეფოლტის შემდეგ, სებ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ გააკეთა და ლარის კურსი შეინარჩუნა.

ეკონომისტების ნაწილი მოუწოდებს ეროვნულ ბანკს, გაზარდოს დოლარის ინტერვენციების მოცულობა, თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვებიდან გამოტანილი დოლარის მოცულობა, შესაძლოა, "აზერბაიჯანულმა მტვერსასრუტმა" შეისრუტოს.

მანათის გაუფასურების შესაჩერებლად აზე­რ­ბაიჯანის მთავრობა რადიკალურ ნაბ­იჯებსაც არ ერიდება. მაგალი­თად, გასულ კვირას ვალუტის­ გაცვლის ოპერაციებზე­ შეზღუდვები დააწესა, მოგ­ვ­იანებით კი გავრცელდა­ ინფორმაცია, რომ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება,­ რომლის თანახმად, უცხოეთში გადარიცხულ თანხაზე­ სავალდებულო მოსაკრებელი დაწესდება.­ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თუ უცხ­ოეთში გადასარიცხი თანხის ოდენობა 50.000 აშშ დოლარს აღემატება, მოქალაქეს­ მოუწევს მოსაკრებლის გადახდა თანხის 20%-ის ოდენობით.

ექსპერტების შეფასებით, აზერბაიჯანში­ დაწესებულმა შეზღუდვებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა საქართველოს სავალ­უტო ბაზარზე. ჯერ ერთი, აზერბაიჯანი­ საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა და აზერბაიჯანულ კომპანიებსაც საქართველოს ბაზრის დიდი წილი უჭირავთ. საქართველოში მოქმედებს სამი აზერბაიჯანული
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბანკი, რომლებიც "ბლუმბერგის" სისტემაშიც ვაჭრობენ და ზოგიერთი ცნობით, დოლარზე მო­თხოვნა მათი მხრიდანაც გაზრდილია. ერთ-ერთი ინფორმაციით, აზერბაიჯანში ინფლაციის გამო ნავ­თობპროდუქტების იმპორტიორებიც კი ჩვენთან ყიდულობენ დოლარს. ამას ისიც ემატება, რომ საახალწლოდ იმპორტიორებმა ბევრი საქონელი შემოიტანეს, ახლა კი უნდათ, გაყიდული საქონლის შესაბამისი­ დოლარი იყიდონ და ქვეყნიდან გაიტანონ­.
მოკლედ, საქართველოდან დიდი რაოდენობით დოლარი გადის, რაც შესაძლოა,­ ლარის გაუფასურებისა და სავალუტო შიმშილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს.

ელგუჯა მექვაბიშვილი, სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრი: - ლოგიკურია აზერბაიჯანული ბანკების მცდელობა, საქართველოს­ ბაზარზე დოლარი შეისყიდონ და შესაძ­ლოა, ეს იყოს ლარზე ზეწოლის ერთ-ერთი­ მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენთან ხომ სავალუტო ოპერაციები აბსოლუტურად ლიბერალურია - მათ შეუძლიათ შეისყიდონ დოლარი, გაიტანონ, თავიანთ ანგარიშებზე­ განათავსონ და სხვ. როცა ვაჭრობა თბილ­ისის ბანკთაშორის
სავალუტო ბირჟაზე მიმდინარეობდა, ამ ოპერაციებს ვხედავდით, დღეს კი, თუ სისტემის წევრი არ ხარ, რაც სოლიდურ შენატანს მოითხოვს, შეუძლებელია ნახო, ვინ რამდენი ვალუტა შეიძინა. მოთხოვნა-მიწოდებით კი ვალუტის კურსი ყალიბდება და დოლარზე დამატებითი­ მოთხოვნის გაჩენა ლარსა და დოლარს შორის დისბალანსს აღრმავებს. გარდა ამისა, როცა ფული სავაჭრო პარ­ტნიორ ქვეყანაში უფასურდება, იქიდან შემოდის იაფი საქონელი,­ რომელიც უფრო დიდი მოცულობით­ იყიდება ლარში და შემდეგ მისი კონვერტირება ხდება დოლარში. შესაბამისად იზრდება დოლარის კურსიც.
გავიხსენოთ 1998 წლის სექტემბერი, როცა ლარმა პირველად მიაღწია გაუფასურების ყველაზე მაღალ ნიშნულს და შევადაროთ დღევანდელ მოვლენებს. მაშინ ჩვენი­ ეკონომიკური საზღვრები ასე დაცული არ იყო, ერგნეთის ბაზრობიდან შემოდიოდა­ გაიაფებული რუსული საქონელი, ხდებოდა კატასტროფულად გაუფასურებული რუბლის კონვერტირება დოლარში და ვალუტა ქვეყნიდან გადიოდა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც ლარის კურსის დაცემა გამოიწვია.

ახლა ძალიან სახიფათო ვითარებაა, განსხვავებით 2014-2015 წლების კონკრეტული პერიოდისგან, როცა ყველა ეკონომიკური თვალსაზრისით, ლარი არ უნდა გაუფასურებულიყო. მაშინ ასეთი სისტემური მიზეზები არ არსებობდა, ახლა კი ყველა პირობაა, რომ ლარის კურსი მკვეთრად გაუარესდეს. მთავრობა ახლა მაინც უნდა დათანხმდეს ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას. თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, არც კი ვიცი, რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ. ხალხს კი შემიძლია ვურჩიო, რომ სესხები შეძლებისდაგვარად შეამცირონ; განსაკუთრებით დოლარში სესხის აღებას მოერიდონ. ყველა პირობას ვხედავ იმისთვის, რომ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს.
დავით იაკობიძე, ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი: - დარგის სპეციალისტების პროგნოზით, 5 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო დოლარის გამყარება და სამწუხაროდ, ეს პროგნოზი გამართლდა. ეს იყო ფულადი ბაზრის რეაქცია იმ მოვლენებზე, რომლებმაც ბოლო დროს იჩინა თავი აშშ-ის აქტივობის ფონზე - მოიხსნა ემბარგო ნავთობზე, ირანიდან ევროპისკენ დაიძრა ნავთობის დიდი პარტიები, რამაც გამოიწვია ფასების ვარდნა და შემდეგ ეს გაცვლით კურსებზეც აისახა. ლარი ისეთ მდგომარეობაშია, მასზე გავლენას ევროც ახდენს და დოლარიც. ამ ყველაფერმა ჩვენთან დოლარიზაციის მაჩვენებლის გაზრდა გამოიწვია და მან 65%-ს გადააჭარბა.

არ მიმაჩნია სწორად ლარის გაუფასურების­ შიდა და გარე ფაქტორების დასახელება.­ დღეს, როცა ღიაა ეკონომიკა, ე.წ. გარე ფაქტორები აღარ არსებობს. დოლარი თვი­თონ არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი თვისებრივი ერთეული. უძრავ ქონებას­ ლარში ხომ არავინ ყიდულობს! გარდა ამისა, ჩვენს ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენენ ტრანსეროვნული კორპორაციები. საქა­რთველოს ბაზრის დიდი წილი უკავია აზერბაიჯანულ "სოკარსა" და კომპანიებს სხვა ბიზნესსექტორებში. ასე რომ, ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც კი სწრაფად გაედინება ბაზრიდან. თანაც ამ ფულის გასვლა ხდება ერთგვარი არბიტრაჟული ფორმით, ანუ ვინც ამ საბანკო ოპერაციებზე მუშაობს, ისინი ზარალს არ ნახულობენ.

აზერბაიჯანმა გამაკვირვა თავისი ქმედებით, მათ შორის - კონვერტაციის შეზღუდვით და მგონია, რომ ეს ხელოვნური ხერხია, რომლის უკან, შესაძლოა, დიდი ჩანაფიქრი იმალებოდეს. შესაძლოა, რუსებთან ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობის რადიკალიზაცია უნდათ ან ნავთობისგან მიღებული ზარალის კომპენსაციას ცდილობენ. ამ საკითხს კვალიფიციური კვლევა სჭირდება, რადგან ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას ეს დიდ საფრთხეს უქმნის.


ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
კომენტარები (10)
26.01.2016
ლეჩხუმელი
ჯავახელი მართალს ამბობს.დასმატებელი არაფელი მაქვს ვეთანხმები . შრომა შრომა და შრომა.
26.01.2016
kai raa
მიშა აშენებინებდა უცხოელებს სასტუმროს, ჩამოდიოდნენ უცხოელები იხდიდნენ დოლარებს და ა.შ. ამას რომ კაცი დაწერ. რა ის სასტუმროები გაუქმდა? დაანგრიეს? წაართვეს? არა ჩემო ჭკვიანო, იმ სასტუმროებში ჩამოდიოდნენ სომხები, უკრაინელები, აზერები, რუსები ყაზახები. თითო ოროლა იყო დასავლეთევროპელი. ჰოდა იმ ქვეყნებში აღარ აქვთ ფული, ამიტომაც აღარ არის ტურისტი. ელემენტარულია ნიკა
მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3983 ლარი გახდა.
ბიტკოინის ფასი ისევ ზრდისკენ შებრუნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მის მოპოვებასთან დაკავშირებული რამდენიმე წამყვანი კომპანია ეთანხმება ციფრული ვალუტის რეორგანიზების გეგმას, რომლის დამტკიცებაც 1 აგვისტოს არის მოსალოდნელი.
ძალიან მალე, შემდგომაზე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომპანია Exxon Mobil 2 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა „როსნეფტთან“ კონტრაქტების დადების გამო. 
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3995 ლარი გახდა.
სავალუტო ბაზარზე დღეს განსაკუთრებული დღეა - იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა იენზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4014 ლარი გახდა.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 19 ივლისს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4039 ლარი გახდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4047 ლარი გახდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.07.2017
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები
სრულად
21.07.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მნიშვნელობა და როლი განმარტა.
სრულად
21.07.2017
ძალიან მალე, შემდგომაზე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს
სრულად
21.07.2017
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ან ზოგადად, უძრავი ქონების გასხვისებაზე არავინ არანაირი შეზღუდვის შემოღებას არ აპირებს
სრულად
21.07.2017
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.07.2017
24.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713