ქართულ ლაბორატორიაში თაფლი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემოწმდება
27 იანვარი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ქართულ ლაბორატორიაში თაფლის ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემოწმება გახდება შესაძლებელი.
სსიპ "სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ" რეაკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა. ამერიკული სააკრედიტაციო ორგანო, სფეროში სიდიდით მეორე კომპანია ANAB ქართულ ლაბორატორიას 17-დან 22 იანვრის ჩათვლით აკვირდებოდა. შედეგად ლაბორატორიის სააკრედიტაციო
სფერო გაფართოვდა და დაემატა სურსათის, მათ შორის თაფლის ქიმიური კვლევის, ასევე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაავადებების კვლევა.
ლაბორატორიის დირექტორის ლალი მაძღარაშვილის განცხადებით, საერთაშორისო დონეზე აღიარებული ლაბორატორია ქართული თაფლის ევროპის საექსპორტო ბაზარზე გასვლის ერთ-ერთი წინაპირობა და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
,,ეს გახლავთ ანალიზური ქიმიის უახლესი მეთოდი, რომელიც იკვლევს თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენების, სხვადასხვა აკრძალული თუ ლიმიტირებული ნივთიერებების შემცველობას. ქართული თაფლის ევროპის საექსპორტო ბაზარზე გასვლის ერთ-ერთი წინაპირობა და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომ ქვეყანაში არსებობდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული, აკრედიტაციის მფლობელი ლაბორატორია“, - აღნიშნავს ლალი მაძღარაშვილი.
2013 წელს, გასულ წელთან შედარებით, ქართული თაფლის გამოკვლეულ ნიმუშებში დარღვევების პროცენტული წილი 37%-დან 19%-მდე შემცირდა. 2015 წელს ლატვიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გაგზავნილი 103 ნიმუშიდან, სხვადასხვა დარღვევა 20 მათგანში აღმოჩნდა.

ქრისტინე გამთენაძე
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
კომპანია “AG TELEKOM” ლიტვასა და ლატვიაში ტელევიზორებისა და საკაბელო რესივერების გატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მიმდინარე წლის 24 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 5,853 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
კიტრის წარმოებაში 2012 წლიდან კლება შეინიშნება. 2016 წლის ”საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს, კიტრის წარმოებამ 17 800 ტონა შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 8 900 ტონით ნაკლებია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მნიშვნელობა და როლი განმარტა.
ქართული ტყის ვაშლით (მაჟალო) გერმანული კომპანია „როუზ ოფისი” დაინტერესდა. ამ ეტაპზე მოთხოვნა 2 ტონა გამშრალ მაჟალოზეა, რომელიც ბიოსერტიფიცირებულია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმდინარე 6 თვის მონაცემებს აქვეყნებს.
თხილი არის უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტი საქართველოდან და წლიდან წლამდე ჩვენ ვქმნით ქართული თხილის ინდუსტრიას
სურსათის ეროვნული სააგენტო ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულებას აგრძელებს.
საქსტატმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2016 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა.
საქართველოდან დაკლული ცხვრის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2017
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ დეპარტამენტის ახალი უფროსი წარუდგინა.
სრულად
27.07.2017
2019 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების (მუჯურეთული, ალექსანდროული) სხვა რეგიონში გადამუშვების მიზნით გატანა შეიზღუდება
სრულად
27.07.2017
კომპანია “AG TELEKOM” ლიტვასა და ლატვიაში ტელევიზორებისა და საკაბელო რესივერების გატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
სრულად
26.07.2017
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე და მომავალი წლებისთვის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეინარჩუნა.
სრულად
26.07.2017
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მათ ქალაქს/სოფელს აწუხებს, გზებია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430