ექსპორტი 5-წლიან მინიმუმზეა!
ექსპორტი 5-წლიან მინიმუმზეა!
11 თებერვალი / 2016
ექსპორტის მაჩვენებელი 2011 წლის დონეს დაუბრუნდა. ფაქტორივად ქვეყანას, ამ მიმართულებით 5-წლიანი უკუსვლა აქვს. მიზეზად კი, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტების დევალვაცია და ეკონომიკური ვარდნა განიხილება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების აზრით, თუკი მთავრობა ბიზნესთან მიჭდროდ ითანამშრომლებს, წელს ექსპორტი მცირედით გაიზრდება, თუმცა სერიოზული წინსვლა მოსალოდნელი არ არის.

ექსპორტმა პირველი დიდი დარტყმა 2015 წლის დასაწყისში მიიღო. შარშან იანვარ-თებერვალში ამ მიმართულებით 26%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. რაც შეეხება მთლიან 2015 წელს, უცხო ქვეყნის ბაზრებზე 2.204 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქტი გავიდა - 23%-ით ნაკლები 2014 წელთან შედარებით, ეს ნიშნავს, რომ ექსპორტი 2011 წლის დონემდე დაეცა.

კერძოდ, 2009 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 1,134 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2010 წელს - 1,677 მილიარდი დოლარი, 2011 წელს - 2,189 მილიარდი დოლარი, 2012 წელს - 2,375 მილიარდი დოლარი, 2013 წელს - 2,908 მილიარდი დოლარი, 2014 წელს - 2,861 მილიარდი დოლარი.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ წელს ექსპორტის მიმართულებით ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია იკვეთება. ერთია ის, რომ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, გაუფასურებული ვალუტების გამო, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და შესაბამისად ზოგიერთ პროდუქტზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა.

არის მეორე ოპტიმისტური მაჩვენებელი - რუსეთის შიდა სამომხმარებლო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი იყო თურქეთი. ორ ქვეყანას შორის დაძაბულმა ვითარებამ, რასაც თურქეთის მიმართ სანქციების დაწესება მოჰყვა, ფაქტორივად, ქართველ მწარმოებლებს რუსეთის ბაზარი გამოუთავისუფლა. მაგალითად, რუსეთში ტომატის მოხმარების 60% თურქეთიდან იმპორტზე მოდიოდა. სანქციების შემდეგ, მათ მოუწევთ ალტერნატიული გზის გამონახვა.

"ეს ეხება ბაღჩეულ პროდუქტსაც. ჩვენ თუ კარგად ვიმუშავებთ, შეგვიძლია რუსეთის ბაზრის დიდი სეგმენტის ათვისება. არის მეორე ტენდენციაც. გაგვიიაფდა იმპორტი, შარშან მარტო სურსათზე 200 მილიონი დოლარის ეკონომია გავაკეთეთ. თუკი ხელისუფლება, ბიზნესთან ერთად, ჭკვიანურად დაგეგმავს ნაბიჯებს, შედეგი იქნება პოზიტიური. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის გამოცოცხლებასა და შემოსავლების ზრდას", - ამბობს სოსო არჩვაძე.

იანვრის ოფიციალური სტატისტიკა რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. უკვე ცნობილია, ღვინის ექსპორტის მონაცემები და ამ მიმართულებით იანვარში 13%-იანი მატებაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მეღვინეებს წინა თვეში განსაკუთრებით რუსეთის ბაზარმა გაუმართლა. 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთში ღვინის ექსპორტის 60%-მდე ვარდნის შემდეგ, წელს ეს მაჩვენებელი 162%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, იანვარში უცხოეთის ბაზრებზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
3,82 მლნ დოლარის ღირებულების 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა.

ეკონომიკის ექსპერტ ზვიად კანდელაკის აზრით, წელს ექსპორტის სერიოზულ ზრდას აღარ უნდა ველოდოთ, რადგან მთავარი საექსპორტო პროდუქტების რეალიზაცია ისევ პრობლემურია. მარტო ღვინო და ბაღჩეული კი ქვეყანას შორს ვერ წაიყვანს.

"ექსპორტის ვარდნა შეჩერდება, თუმცა ზრდის თვალსაზრისით განსაკუთრებით არაფერს ველით. ავტომობილების რეექსპორტი ისევ პრობლემაა, ფეროშენადნობთა რეალიზაცია მცირედით გაიზარდა, მაგრამ ბაზარი არც ამ მიმართულებით არ დასტაბილურებულა", - ამბობს კანდელაკი.

ფაქტია ისიც, რომ საქართველო ვერ აწარმოებს იმ რაოდენობის სოფლის მეურნეობის პოდუქტს (განსაკუთრებით ბაღჩეულს), რომ მათი ექსპორტით მთლიან მაჩვენებელში რაიმე სერიოზული გარდატეხა მოხდეს.

ოფიციალური მონაცემებით, ბაღჩეული პროდუქტები ათეულშიც კი ვერ ხვდება. საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები გადის, შემდეგ მას მოჰყვება ფეროშენადნობები, მესამე ადგილზეა ავტომობილები, რომლის ექსპორტი მკვეთრად არის შემცირებული (წელს, მთავრობის ინიციატივით საავტომობილო ბაზარზე ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესება ავტომობილების ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს). მეოთხე ადგილზე თხილია, თუმცა ჯერჯერობით დადებითი ტენდენცია არც ამ პროდუქტის მიმართ იკვეთება. ფასი, ფაქტობრივად, განახევრდა და თუკი ასე გაგრძელდა, ექსპორტი ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად მოიკლებს. ხუთეულს სამკურნალო საშუალებები ასრულებს, ღვინო კი მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (2)
14.02.2016
ალექს
ავტომობილების ექსპორტი ექსპორტი არაა,მისი წყარო იმპორტირებული ავტომობილებია ,იმპორტის წილი 90 %-ა ,და რფეაკლურად "პერეგონშიკის " გასამრჯელოა ! არის სხვა ექსპორტი-მომსახურების,რომელიც საკანონმდებლო ბარიერს საერთაშორისო გადაზიდვებში არარეზიდენტის გადასახადის გამო რეგრესს და სტაგნაციოას განიცდის,სამაგიეროდ ყვავის ჩვენთან მომსახურების იმპორტი,რომლის შესაზღუდად მიიღეს ვითომ ეს გადასახადი ,რეალურად კი ხელი გაუხსნეს სომხეთს და აზერბაიჯანს ,თურქეთსაც ჩვენი ბაზრის ექსპანსიისათვის. ჩვენ ხელისუფლება კი არა დუშმანთა კრება გვყავს გულთან ჩახუტებული !
11.02.2016
gio
გათავდა ჯართი, მორჩა აღარ არის.
მსგავსი სიახლეები
სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" 35 წლის ნათია ნინიკელაშვილის ბიზნეს ისტორიას წარმოგიდგენთ.
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მე-16 პოზიციაზეა, „ფორბსის“ მიერ ბიზნესისთვის საუკეთესო 139 ქვეყანას შორის 43-ეა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ბრიტანული „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ პირველად საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, საბაკალავრო პროგრამის - ბიზნეს ადმინისტრირება-ფინანსების განხორციელებას იწყებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა.
წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“ წვენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღების დაჩქარებას ითხოვს.
როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია - ,,მოითხოვე ქართული” დაიწყო.
სამთავრობო პროგრამებით შევქმენით ქართული პროდუქტი, რომელიც არის ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანია ,,მოითხოვე ქართული” დაიწყო.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომლიანთკარში კერამიკული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ამოქმედდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.01.2017
ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის განცხადებით, ქვეყანამ პრეზიდენტად „პოტენციური დიქტატორი“ აირჩია.
სრულად
21.01.2017
კარნეგის ცენტრის უფროსი მკვლევარის, საქართველოს საკითხების სპეციალისტის თომას დე ვაალის შეფასებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა
სრულად
20.01.2017
"პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროოს
სრულად
20.01.2017
"ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ, თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში
სრულად
20.01.2017
წინა თვესთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 %-ით გაიზარდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
21.01.2017
22.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6763
EUR
1
EUR
2.8457
2.8457
GBP
1
GBP
3.2894
3.2894
RUB
100
RUB
4.4722
4.4722