აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება?! - რას ამბობს "ენგურჰესის" გენერალური დირექტორი
აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება?! - რას ამბობს "ენგურჰესის" გენერალური დირექტორი
15 თებერვალი / 2016
"ენგურჰესის" წყალსაცავში, წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა რომ ემუქრებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო ლაპარაკი. მაშინ აფხაზური მედია გამოსავლის ძიებაში იყო და ადგილობრივ ხელმძღვანელობას კრიტიკულად მიუთითებდა 90-იან წლებზე, როდესაც საომარი მოქმედებების მიუხედავად, რეგიონში დენის მიწოდება არ შეწყვეტილა. 25 იანვრიდან კი აფხაზეთს დენი გრაფიკით მიეწოდება, რაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

"ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლების განცხადებით, ამ ზომის მიღება აუცილებელი გახდა, ვინაიდან წყლის დონე რეზერვუარში კრიტიკულ დონემდე შემცირდა და მოსახლეობას დენის გრაფიკით სარგებლობა 15 აპრილამდე მოუწევს.

თუმცა, სპეციალისტები იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ბოლო ერთი წელია, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რის გამოც დროებითი გათიშვის სისტემის ჩართვა შედეგს არ გამოიღებს. მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, აფხაზეთს ამ მიმართულებით გარკვეული წინადადება შესთავაზოს, თუმცა, კონკრეტულად რა, ამაზე უნდა შეჯერდნენ.

"ენგურჰესის"გენერალური დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის მოხმარებას არ დაზოგავს, სულ რაღაც ორ წელიწადში შესაძლოა, დენის გარეშე დარჩეს. დაახლოებით იგივე პროგნოზს აკეთებს ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა, რომლის თქმითაც, აფხაზეთის ელექტრომომარაგების პრობლემა, წესით, გაზაფხულზე გამოსწორდება... მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა შეჩერდება, რაც ნიშნავს, რომ ჰესი მუშაობას შეწყვეტს.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტ რევაზ არველაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ "ენგურჰესის"წყალსაცავი ნამდვილად დაცლის პირასაა, ყველაზე რეალურია, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან მიიღოს ელექტროენერგია.

ლევან მებონია, "ენგურჰესის"გენერალური დირექტორი:

- "ჩერნომორენერგომ" აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი 25 იანვრიდან დააწესა, რაც ორი მიზეზითაა განპირობებული: ჯერ ერთი, ბოლო დროს, აფხაზეთმა ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდა. მეორეც, ამას გვალვიანი წელიც დამეტა, ანუ ნალექი, ფაქტობრივად, არ ყოფილა. ბოლო 35 წლის განმალობაში, "ენგურჰესის" ექსპლუატაციიდან, 2015 წელს საშუალოდ წლიური ხარჯი ივნის-ივლისს-აგვისტოში დაახლოებით 30%-ით ნაკლები იყო, ვიდრე წინა წლებში. ამიტომ, წყალსაცავი ვერ შეივსო საჭირო რაოდენობით, მაგრამ აქ მაინც მთავარი ფაქტორი ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაა. თუ ეს ზრდა ამ ტემპებით გაგრძელდება და კონტროლს არ დაექვემდებარება, მომავალ წლებში ენგური კი არა, მეორე ელექტროსადგურიც რომ აშენდეს, აფხაზეთს მაინც არ ეყოფა...

- გამოსავალს რაში ხედავთ?
- აქ გამოსავალი არის ერთადერთი - ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვა გამრიცხველიანების ხარჯზე და აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება. ამ საკითხზე უკვე
You must have Flash Player installed in order to see this player.
გვქონდათ ლაპარაკი აფხაზურ მხარესთან. "ჩერნომორენგოს" ხელმძღვანელობაც ხედავს შექმნილ პროლემებს და ცდილობენ გამოსავლის მოძებნას, თუმცა, გამრიცხველიანებას საკმაოდ დიდი თანხები და დრო სჭირდება...

- ვიცით, რომ ეს ერთადერთი ობიექტია, სადაც ქართველები და აფხაზები შეთანხმებულად მუშაობენ. საინტერესოა, როგორ ხდება თქვენს შორის თანამშრომლობა?

- ჩვენსა და აფხაზებს შორის ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობაა. მთავარია, ვინც მოიხმარს ელექტროენერგიას, ამის ღირებულებაც გადაიხადოს. ამ დროისთვის ისინი არაფერს იხდიან და თუ ასე გაგრძელდა, იძულებული ვხდებით, ავიღოთ მოკლევადიანი სესხები ჩვენი საექსპლუატაციო ხარჯებისთვის, რასაც ზაფხულის შემოსავლების ხარჯზე ვფარავთ, თუმცა აფხაზეთიდან ელექტროენერგიის რაოდენობის გაზრდის საჭიროებამ საფიქრალი გაგვიჩინა...

აშკარაა, რომ საფიქრალი გაუჩნდა აფხაზური მხარის ხელმძღვანელობას, რომელსაც მოსახლეობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. აფხაზეთში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაჯიმბას გუნდი გამრიცხველიანების თანხების მოძიების შესახებ ალაპარაკდა, რაც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა, - ელექტრონერგიის რუსეთიდან ექსპორტი, თუმცა ამას აფხაზები ყველაზე ბოლოს განიხილავენ, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის ხელისუფლების მიმართ უკვე ისედაც საკმაოდ ბევრი კითხვა დაუგროვდა, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში...

ლალი პაპასკირი
წყარო: "კვირის პალიტრა"
კომენტარები (3)
15.02.2016
მაგი ჯობ ყველაპერს
ააპეთქონ ეგ ენგუჰესი და ერთი გასროლით 2 კურდგელს დავიჯერთ მოვიშორებთ აბხაზებ და რუსებს მაგი ჯობ ყველაპერს
15.02.2016
ქართველი
ჩვენ რატო გვემუქრება უშუქობაა? ვერ გავიგე წყარო საქართველოდანაა კერძოდ სვანეთიდან და კიდე ჩვენ ყველაფერი ცუდი?
მსგავსი სიახლეები
გასულ წელს საქართველოს გავლით დაახლოებით 850 მილიონი კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა.
მიმდინარე წელს ოთხი კვირით (20 კალენდარული დღით) „ენგურჰესის“ გაჩერება იგეგმება.
2017 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ადამიანები ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ.
ენგურის კაშხლის მიმდებარედ უახლოეს მომავალში მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა იგეგმება.
”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, 26 დეკემბერს გახდება ცნობილი.
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, 26 დეკემბერს გახდება ცნობილი.
ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს ორშაბათს ჩვენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ სემეკში განუცხადა
სემეკი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს, ასევე „ზაჰესს“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფებს დღეს დაუდგენს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.01.2017
ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის განცხადებით, ქვეყანამ პრეზიდენტად „პოტენციური დიქტატორი“ აირჩია.
სრულად
21.01.2017
კარნეგის ცენტრის უფროსი მკვლევარის, საქართველოს საკითხების სპეციალისტის თომას დე ვაალის შეფასებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა
სრულად
20.01.2017
"პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროოს
სრულად
20.01.2017
"ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ, თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში
სრულად
20.01.2017
წინა თვესთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 %-ით გაიზარდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
21.01.2017
22.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6763
EUR
1
EUR
2.8457
2.8457
GBP
1
GBP
3.2894
3.2894
RUB
100
RUB
4.4722
4.4722