საქართველოს პორტები
საქართველოს პორტები
15 თებერვალი / 2016
ბათუმის საზღვაო ნავსადგური
2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა – 5,7 მლნ ტონა.
2015 წელს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა - 54,695 TEU (1 TEU-20 ფუტი - 6,1 მეტრი)
საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 100 000 TEU  წელიწადში.
სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 180 000 მგზავრი წელიწადში.
2008 წლის თებერვალში სს "ყაზტრანსოილის" შვილობილმა კომპანიამ - შპს Batumi Industrial Holding-მა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 49 წლით ექსკლუზიური მართვის უფლება და ბათუმის ნავთობტერმინალის აქციების 100%-იანი პაკეტი შეიძინა.

ფოთის პორტი
2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა – 6,8 მლნ ტონა
2015 წელს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა – 325,121 TEU
საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 400 000 TEU წელიწადში.
2008 წელს ფოთის პორტის აქციების 51% და პორტის მართვის უფლება 49-წლიანი ვადით არაბულმა კომპანია "რაკიამ" (RAK Investment Authority) შეიძინა. მოგვიანებით კომპანიამ პორტის აქციების დარჩენილი წილიც იყიდა და აქციების 100%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. 2011 წლის აპრილში "რაკიამ" ფოთის პორტის აქციების 80% დანიურ გიგანტს AP Moller-Maersk Group-ის შვილობილ APM Terminals-ს მიჰყიდა და პორტის მართვიდან გავიდა.

ყულევის პორტი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი"
2015 წლის განმავლობაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა – 2,5 მილიონი ტონა
ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში - 10 მლნ ტონამდე.
ყულევის ნავთობტერმინალი 2007 წლის იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარმა" შეიძინა.

სუფსის საზღვაო ტერმინალი

2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა - 4,2 მლნ ტონა
წლიური გამტარუნარიანობა - 7 მილიონი ტონა
1999 წლის 17 აპრილს სუფსაში გაიხსნა სუფსის ტერმინალი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბოლო წერტილი. ტერმინალის შემადგენლობაში შედის 4 რეზერვუარი, თითო - 40 000 ტონა ნავთობის ტევადობით.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური
სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ააშენებს.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" "TBC ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია "კონტი ინტერნეშენალის" მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.
კონტრაქტის შესაბამისად, ნავსადგური აშენდება 9 ფაზად და საბოლოო ჯამში, მისი წლიური გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონა ტვირთს.
პორტი ოპერირებას დაიწყებს მშენებლობიდან 3 წელიწადში, როცა მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონას მიღწევს.
მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.
ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები.
ახალი ნავსადგური დაახლოებით ორი კვირით შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის ხანგრძლივობას ჩინეთიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ევროპამდე.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
"სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია" თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს“ უერთდება და სპეციალურად პროგრამის მონაწილეებისთვის „სტარტაპ-ენერჯი“ ბარათს ქმნის.
ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახური ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს სწავლობს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების დროებით გადახურვა მოხდება.
ნედლი ნავთობის ფასი სამკვირიანი ზრდის შემდეგ შედარებით შემცირდა. 
გავლენიანი გამოცემა Financial Times პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში რუსული ენის შესუსტების შესახებ წერს.
"თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილ ბანკინგით კომუნალური გადახდები უფასოა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მათ ავტომატური გადახდების ფუნქციას მიაბამს.
საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები მახინჯაურში აქციას მართავენ. აქციის ორგანიზატორი ნათია აფხაზავა აცხადებს, რომ ციხისძირიდან და მახინჯაურიდან ასწლოვანი ხეების გურიაში გადატანით გარემო მნიშვნელოვნად დაზიანდა.
საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 2016-2017 წლების სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, 8 012 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, გასულ სასწავლო წელთან შედარებით, მათი რაოდენობა 1 369 კაცით გაიზარდა.
„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 17:00 საათიდან სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადებას იწყებს.
ფასთა კოტირებით რომ ვიმსჯელოთ, მსოფლიოში ყველზე ძვირადღირებულ კომპანიას Apple წარმოადგენს, რომლის ღირებულება 730 მილიარდ დოლარს შეადგენს. მას Google - 570 მილიარდი დოლარის ღირებულებითა და Microsoft - 503 მილიარდით მოსდევს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.04.2017
2016 წელს მსოფლიოს მასშტაბით ღვინის წარმოება 3.2%-ით დაეცა.
სრულად
24.04.2017
ეკონომისტი მიხეილ დონდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართული პროდუქციის ექსპორტზე წერს.
სრულად
24.04.2017
"საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გასხვისდება"
სრულად
23.04.2017
საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომლის გარკვეულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს თავშეკავებას ურჩევს.
სრულად
22.04.2017
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრის ციცარაგოსმა IFC კორპორაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.04.2017
25.04.2017
USD
1
USD
2.4038
2.4100
EUR
1
EUR
2.5718
2.6161
GBP
1
GBP
3.0757
3.0903
RUB
100
RUB
4.2720
4.3181