რატომ ვერ სახლდებიან რუსები აფხაზეთში
რატომ ვერ სახლდებიან რუსები აფხაზეთში
20 თებერვალი / 2016
„კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი ნიკოლაი ვარსეგოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ახრა არისთავასთან ინტერვიუ ჩაწერა. რუსი ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, რატომ არ აძლევენ აფხაზები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებელი სახლების შეძენის უფლებას.

- თქვენ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, რამდენი გაქვთ ხელფასი?

- 9 000 რუბლი, მინისტრს ოდნავ მეტი. აკადემიკოსები 10 000-ს იღებენ, მსახიობი - 3 000-ს, დამლაგებელი 5 000-ს. მაგალითად, მე საკუთარი ბინა არ მაქვს და მშობლების სახლში ვცხოვრობ. ჩემსავით აფხაზეთში 95% ცხოვრობს. საშუალო და შედარებით მდიდარი კლასი დაახლოებით 3%-ს შეადგენს.

მაგალითად, მივეცით უცხოელებს აქ სახლების შეძენის უფლება. რუსეთში გასულ წელს საშუალო ხელფასი 45 000 რუბლი იყო, რაც ნიშნავს, რომ რუსები თავისუფლად შეძლებენ აქ ბინების შეძენას, ჩვენს მოქალაქეებს კი შეშურდებათ.. ეს ანტირუსულ განწყობებს შექმნის.
რუსებისთვის თუ გაიხსნა საცხოვრებელი ბინების ბაზარი, ჩვენთვის ის საერთოდ დაიკეტება, ეს კი კატასტროფა იქნება. აქ ახალგაზრდა ოჯახები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ და ამ ნიადაგზე განქორწინებების უზარმაზარი რაოდენობაა.
- გუშინ ვესაუბრე რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელს იური აიკინს. ის ამბობს, რომ აფხაზებს შეუძლიათ მიიღონ ყველასთვის მომგებიანი კანონი. მაგალითად, მისცენ უფლება რუსულ კომპანიას, გაგრაში რუსებისთვის საცხოვრებელი სახლი ააშენონ, მაგრამ ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, ბინების გარკვეული ნაწილი აფხაზებს გადასცეს.
- ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, პარლამენტი და ფიქრობენ ამ თემაზე. ახლა მთავარია შევქმნათ სამუშაო ადგილები და გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის შემოსავალი რუსულ დონემდე. აი, მაშინ უკვე შევძლებთ ამაზე საუბარს.
- აფხაზეთში უამრავი უმუშევარი ახალგაზრდაა, ამასთანავე ბევრი მიწა აუთვისებელია, მილიონობით რუბლის მოსავალი იკარგება იმის გამო, რომ მიწას ვერ ამუშავებენ. რა უშლის ხელს სამუშაო ადგილების შექმნას?
- სამწუხაროდ, ჩვენ საბაზრო ეკონომიკას მორგებული ახალი კანონები არ გვაქვს. არ გვყოფნის სპეციალისტები, რომ კანონები შეიმუშავონ, ამიტომ უცხოელები აქ ფულის დაბანდებას არ ჩქარობენ. მსოფლიოში 2 000 მდიდარი აფხაზია, რომლებსაც მილიონ დოლარამდე და მეტი აქვთ. მაგრამ ვერც ისინი ვერ ხედავენ აქ ფულის დაბანდების პირობებს.
- თქვენ თუ არ გყოფნით კანონმდებლები, აიღეთ რუსული კანონები და გამოიყენეთ.
- რუსეთის ფედერაცია უზ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არმაზარი ქვეყანაა, მისი კანონები პატარა სუბტროპიკულ აფხაზეთს არ გამოადგება.
- რუსი ბიზნესმენი თუ ჩამოვიდა აქ რამის ასაშენებლად, რა რისკები ელოდება?
- ჩვენ არ გვაქვს კანონი, რომელიც დაავალდებულებდა ჩინოვნიკებს, საქმე დროულად მოეგვარებინა. მაგალითად, უცხოეთიდან ჩამოვიდნენ აფხაზი ბიზნესმენები, პლასტიკური ბოთლებისა და ქილების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა უნდოდათ. განაცხადები შეიტანეს. უარს არავინ ეუბნება, მაგრამ ყოველ ჯერზე პასუხობენ: ხვალ მოდით, ან ზეგ მოდით და ასე თვეები გრძელდება.
- ალბათ ფულის გამოძალვაც ხდება?
- ამის ნიადაგი არსებობს.. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სისტემა დროს ფეხს ვერ უწყობს.
- მგონი, აქაური ხალხი ჩინოვნიკებზე უფრო გაბოროტებულია ... შეხედეთ, როგორი მანქანებით დადიან და როგორ სახლებს იშენებენ..
- დიახ, ასეთი პრობლემა არსებობს. ჩვენთან საგადასახადო ინსპექტორს არა აქვს უფლება ჰკითხოს მოქალაქეს, რა თანხით იშენებს ასეთ მდიდრულ სახლს ან რა ფულით იყიდა ძვირადღირებული ჯიპი. მთავრობას ესმის, რომ არ არის ნორმალური, როცა ხალხი საკუთარ ხელისუფლებას არ ენდობა. აქ საქმე ეხება არა მხოლოდ ჩინოვნიკებს, არამედ ბიზნესმენებსაც. თუ ის 100 მილიონიან სახლს იშენებს, ხოლო საშემოსავლო გადასახადს 120 რუბლს იხდის, ეს ნორმალურია? ამიტომ ჩვენი პრეზიდენტი პრიორიტეტულად ასახელებს საშემოსავლო გადასახადის შესახებ კანონის რეფორმირებას.
- მაგრამ აფხაზეთში ბიზნესი ხომ მაინც მუშაობს.. რუსეთიც აგზავნის აქ ბევრ ფულს. რაზე იხარჯება ეს თანხები?
- წელს აფხაზეთმა რუსეთიდან 7 მილიარდ 700 მილიონი მიიღო სკოლებზე, საავადმყოფოებზე, გზებზე.. და კრედიტის სახით მილიარდ 200 მილიონი ბიზნესპროექტებზე..
- მილიარდ 200 მილიონი რაზე დაიხარჯება?
- ყველას, მათ შორის რუსებს, უფლება აქვთ, საპროექტო განაცხადი შეიტანონ. ერთადერთი პირობაა, ის აფხაზეთში იურიდიული პირის სტატუსით უნდა იყოს დარეგისტრირებული.
კომენტარები (7)
22.02.2016
აკა
იმიტომ, რომ აფხაზეთის სომხები არ უშვებენ საცხოვრებლად, ისე როგორც სომხეთში, სადაც სომხების გარდა არავის აცხოვრებენ... მალე აფხაზებსაც გააძევებენ...ასეა ეს!!!
22.02.2016
зура
ჯერ სომხები მოინელეთ.მერე რუსებს რომ შეიკვანთ ფეხებს შეგაწმინდავენ.ახლა როგორაა საქმე აფხაზების ვაის გევეყარეო და უის შევეყარეო.მალე სომეხი გადაგთელავთ თან დანას დაგარტყამენ უკნიდან.
მსგავსი სიახლეები
სამთავრობო ცვლილებებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ქონების რეალიზაციის, მომსახურების ან რეკლამირებისას ფასის ლარში გამოხატვა სავალდებულო გახდება.
2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 2.6%-ით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით კი 8.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 60 223 ერთეული შეადგინა.
მთავრობამ პარლამენტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელების ინიციატივით მიმართა.
„ფეისბუქის“ დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ქონება 2017 წლის პირველ ორ კვირაში თითქმის 5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ზუგდიდში მცხოვრებ 47 დევნილ ოჯახს დევნილთა სამინისტრომ საცხოვრებელი ბინები გადასცა. დევნილ ოჯახებს ბინის გასაღები მინისტრის პირველმა მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
უძრავი ქონების ლარში ფასდადებას უარყოფითი შეფასება მოჰყვა როგორც ამ სფეროს სპეციალისტების, ასევე მესაკუთრეების მხრიდან.
მერიას აქვს ერთადერთი პოზიცია - ის იცავს როგორც მოქალაქეების, ასევე ინვესტორის ინტერესებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.
შპს „სევსამორა ვილა“ მცხეთის მუნიციპალიტეტში 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
რუსთაველის გამზირზე, (N28-ში) ოპერის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობის ბოლო სართული 2 660 000 ლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.01.2017
”ნაციონალური მოძრაობა” „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროების მოთხოვნით, პარლამენტს რეზოლუციით მიმართავს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
სრულად
18.01.2017
“გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში მიღებულია გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
სრულად
18.01.2017
გვაქვს მაღალი ნდობა ხელისუფლების მიმართ იმ მძიმე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც „გაზპრომთან“ გაიმართა
სრულად
17.01.2017
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ლივნიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სრულად
17.01.2017
დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა მყარი დოლარია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
18.01.2017
19.01.2017
USD
1
USD
2.6543
2.6624
EUR
1
EUR
2.8335
2.8440
GBP
1
GBP
3.2271
3.2758
RUB
100
RUB
4.4828
4.4972