„ირანული გაზის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია“
„ირანული გაზის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია“
19 თებერვალი / 2016
ირანთან უვიზო რეჟიმის აღდგენამ თბილისსა და თეირანს შორის ურთიერთობა ერთბაშად დაათბო და გამოაცოცხლა.
განსაკუთრებით ნაყოფიერი ირანის ენერგეტიკის მინისტრ ჰამიდ ჩიჩიანის და კახი კალაძის შეხვედრა აღმოჩნდა. ამ შეხვედრის შემდეგ გახმაურდა, რომ თეირანი და თბილისი საქართველოსთვის 200 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პირველი კონტრაქტი შვიდ თვეზე გაფორმდება, თუმცა, საქართველომ სომხეთისგან მისი ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტზე ლიცენზია უნდა მიიღოს.

ირანულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებსაც ააშენებს. ირანის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, 2015 წლის ივნისში ირანი და სომხეთი უკვე შეთანხმდნენ ელექტროგადამცემის მესამე ხაზის მშენებლობაზე და ამ ხაზის გამოყენება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად შეიძლება, თუმცა საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება აზერბაიჯანის გავლითაც არის შესაძლებელი. ირანთან ურთიერთობის აღდგენას ქართველი ექსპერტები და ენერგეტიკოსები დადებით მოვლენად მიიჩნევენ, მათი აზრით, ორივე ქვეყნის ეკონომიკა მოიგებს. ამ თვალსაზრისს იზიარებს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა.

„ დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთს ავსებს. როდესაც ირანთან ურთიერთობის აღდგენაზეა ლაპარაკი, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ირანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძვირი საბადოები აქვს. განვითარებადი ქვეყნების რიგში ირანს საპატიო ადგილი უჭირავს, ამიტომ ამ ურთიერთობის აღდგენას ყველანაირად უნდა მივესალმოთ. გაზის მოწოდების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე ირანის ეკონომიკისთვის, რადგან ირანს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაშიც“, - აღნიშნავს ანზორ ჭითანავა.
ანზორ ჭითანავას თქმით, 200 მილიონი კუბური მეტრი დიდი მოცულობა არ არის, რადგან საქართველო 2 მილიარდამდე კუბომეტრ გაზს მოიხმარს და ეს მისი საჭიროების მხოლოდ 10 პროცენტია.

„საბჭოთა პერიოდში საქართველოს 6-7 მილიარდი კუბომეტრი გაზი სჭირდებოდა, ახლა ძლივს ავედით 2 მილიარდზე - ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა ჩამორჩენილია, წარმოებები არ მუშაობს და უფრო ნაკლები ბუნებრივი აირი გვჭირდება, მაგრამ მომავალზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? სასურველია უფრო მეტი გარანტია გვქონდეს იმისა, რომ ეს მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველოში ირანული გაზის წილი მოიმატებს. თანაც, ირანული გაზი თავისი კალორიულობით თუ სხვა მახასიათებლებით გაცილებით უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანული. რატომ სომხეთის გავლით და არა - აზერბაიჯანის? -
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუნდაც იმიტომ, რომ სომხეთის გზა უმოკლესია, ეს ტრასა არსებობს და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? არ არის გამორიცხული, რომ ამის გამო აზერბაიჯანელები გაგვინაწყენდნენ, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ჩვენ სომხეთთანაც არ უნდა გვქონდეს დაძაბული ურთიერთობა. ახლა ჩვენ რომ გავჯიქდეთ და ვთქვათ, რომ სომხეთისკენ რუსულ გაზს არ გავატარებთ, ეს ხომ აბსურდი იქნება? მიუხედავად იმისა, რომ „გაზპრომი“ პოლიტიკურად ანგაჟირებული სტრუქტურაა, ბიზნესსაქმიანობაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. კარგია, როდესაც ყველა მხარე კმაყოფილია, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. ტრასის არჩევა და სომხეთის ტერიტორიაზე გატარება ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილია და ირანელებმაც ალბათ ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება“, - აცხადებს ანზორ ჭითანავა.

ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მეტად განვითარების მომხრეა „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე“ ვანო მთვრალაშვილი:
„ირანელებს საქართველოს მიმართ ადრეც ჰქონდათ ეკონომიკური ინტერესი: ბოლო წლებში ამ ქვეყნის მმართველი წრეების მიერ რამდენჯერმე იყო შემოთავაზება, რომ მზად არიან საქართველოს ბუნებრივი აირი მოაწოდონ, მაგრამ ირანს სერიოზული სანქციები ჰქონდა დაწესებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ამიტომ ჩვენი ხელისუფლების მიერ ამ შემოთავაზების განხილვა შეუძლებელი იყო.
ორი გზა არასებობს, რომ ირანული გაზი მოგვეწოდოს - სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით. ჩემი აზრით, თუ ირანული გაზი სომხეთის გავლით მოგვეწოდება, ალბათ ამ ურთიერთობაში, „გაზპრომიც“ ჩაერთვება, რადგან ის სომხეთის გაზსადენებს თითქმის მთლიანად აკონტროლებს. თუ ობიექტურად განვიხილავთ, რომელი მიმართულებაა უმჯობესი, სომხეთის გზა საკმაოდ მტკივნეულ პოლიტიკურ საკითხებზე გადის. აზერბაიჯანი კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამავე დროს, ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია ჩვენთვის. ამ ქვეყნიდანაც შეიძლება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება, მით უმეტეს, რომ ჩვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 80-85% სწორედ აზერბაიჯანიდან მოდის. ტექნიკურად ჩვენ ამ ქვეყნიდან ირანული ბუნებრივი აირი უკვე მიღებული გვაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სასურველია ირანული გაზი აზერბაიჯანიდან გამოვატაროთ. ისიც საყურადღებოა, რამდენად კონკურენტული იქნება ირანული გაზის ფასი, მისი ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია.

რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, ირანულ მხარეს წლების განმავლობაში ჰქონდა ინტერესი, რომ საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიეღო მონაწილეობა, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში. ირანს ამ სფეროში ძალიან დიდი პრაქტიკა და გამოცდილება აქვს, მას კომპეტენცია და ფინანსებიც ხელს უწყობს, რომ ჰესების მშენებლობა დაიწყოს და ძალზე მნიშვნელოვანია, თუ ირანულ მხარესთან ამ სფეროშიც ვითანამშრომლებთ. თანაც, ირანს სურს ქართული პორტების შესაძლებლობებიც გამოიყენოს მშრალი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. ირანელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, რადგან ისინი ცდილობენ თურქეთზე ნაკლებად იყონ დამოკიდებული. დღეს ირანში სწორედ თურქეთის გავლით შედის ტვირთების 90% პროცენტი, ამიტომ მათ სურთ, რომ ალტერნატიული მარშრუტები გამოძებნონ. ერთ-ერთი პერსპექტიული მარშრუტი ირანისთვის სწორედ საქართველოა“, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე


კომენტარები (5)
19.02.2016
sandro
საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის ორო ტარიფი არსებობს: მოსახლეობაში მოხმარებულ 45% გაზში ვიხდით 210$ რაც მართლა იაფია უმნიშვნელოდ სხვა ალტერნატიულ მომწოდებლებს შორის და კომერციულ სექტორში მოხმარებულ გაზში ვიხდით 450$-ს რაც წარმოუდგენლად დიდია სხვასთან შედარებით. საშუალოდ გამოდის რომ გაზი გვიჯდება 342$ რაც ძალიან დიდია. ამ უტვინო მთავრობამ ესეც ვერ აუხსნა ჯერ ხალხს და ნაცები ამით სარგებლობენ და ქვეყანას აყრუებენ და თავის სასარგებლოდ შეცდომაში შევყავართ გაზს აზერბაიჯანი ძალიან იაფად 210$-ად გვაძლევსო.
19.02.2016
აბა,აბა
რუსეთთან საქართველოს დღევანდელი ურთიერთობების გამო, საქართველელოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ბერკეტები, რომ რუსეთს აგრძნობინოს, საქართველო თუ მას სჭირდება, მან უნდა გადაიხადოს ამაში პოლიტიკური ფასი და რომ საქართველოს ნომერ პირველი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და არა ეკონომიკური. ასეთი ბერკეტები საქართველოს დღეს ნამდვილად აქვს, ვიცით როგორ უჭირს რუსეთს თავისი ენერგორესურსების ექსპორტი, ამიტომ ის ეძებს ახალ გზებს. ეხლა ჩვენ იქეთ კი არ უნდა ვეხვეწებოდეთ რუსეთს, არამედ ჩვენ ცოტა ამაყად უნდა გვეჭიროს თავი.
მსგავსი სიახლეები

აშშ-ს კონგრესის საიტზე ვაშინგტონის მიერ რუსეთის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი გამოქვეყნდა, რომელსაც კენჭი 25 ივლისს უნდა ეყაროს.
"15 დოლარით შემცირებული ტარიფით "სოკარი" გაზს 2018 წლის 1-ლ აპრილამდე მოგვაწვდის, შემდეგ კი პირობები ალბათ გადაიხედება"
პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია.
სემეკმა საქართველოს რეგიონებისთვის, "სოკარ ჯორჯია გაზის" და ,,საქორგაზისთვის" ახალი ტარიფები დაადგინა.
ფინანსური გადაანგარიშების შემდეგ, ჩემთვის უკვე ცნობილი იქნება, სახელმწიფოს წინაშე არსებულ დავალიანებას რა დროის განმავლობაში გადავიხდი
ხვალ რა იქნება გაზის გასაყიდი ფასი დამოკიდებულია იმაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობასა და კომპანიებს შორის მემორანდუმით გათვალისიწინებული სუბსიდირება
თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაუძვირდა
გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფები, დღეს გახდება ცნობილი.
გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფები, ხვალ გახდება ცნობილი.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2017
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ დეპარტამენტის ახალი უფროსი წარუდგინა.
სრულად
27.07.2017
2019 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების (მუჯურეთული, ალექსანდროული) სხვა რეგიონში გადამუშვების მიზნით გატანა შეიზღუდება
სრულად
27.07.2017
კომპანია “AG TELEKOM” ლიტვასა და ლატვიაში ტელევიზორებისა და საკაბელო რესივერების გატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
სრულად
26.07.2017
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე და მომავალი წლებისთვის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეინარჩუნა.
სრულად
26.07.2017
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მათ ქალაქს/სოფელს აწუხებს, გზებია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430