ქართული პასპორტი მსოფლიო პასპორტებს შორის 71-ე ადგილზეა
ქართული პასპორტი მსოფლიო პასპორტებს შორის 71-ე ადგილზეა
24 თებერვალი / 2016
„პასპორტის ინდექსის“ რეიტინგში, რომელსაც 2006 წლიდან მოყოლებული კომპანია Henley & Partners ყოველწლიურად აქვეყნებს, საქართველოს სახელმწიფო პასპორტი 71-ე ადგილზეა.
რეიტინგი სავიზო შეზღუდვების მიხედვით დგინდება და უმთავრესი კრიტერიუმი კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილება და
You must have Flash Player installed in order to see this player.
იმ ქვეყნების რაოდენობაა, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ ჩასვლის უფლება აქვთ კონკრეტულ ქვეყანაში.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს 67 ქვეყანაშია დაშვებული.

რეიტინგში საქართველოსთან ერთად, 71-ე პოზიციაზე აღმოჩნდნენ ყაზახეთი და ბელორუსი, 75-ე ადგილი ერგო აზერბაიჯანს. შედარებით მაღალ - 48-ე პოზიციაზეა რუსეთი, რომლის მოქალაქეებს მსოფლიოს 104 ქვეყანაში შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, უკრაინა კი რეიტინგში 58-ე ადგილზეა და მას უვიზო მიმოსვლა 81 ქვეყანასთან აქვს.

მსოფლიოს „ყველაზე გავლენიანი“ პასპორტის წოდება წელს გერმანულ პასპორტს ერგო. კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეებს 218-დან მსოფლიოს 177 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. პირველად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პირველი ადგილი დათმო დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც პოზიციები საფრანგეთთან, იტალიასთან, ფინეთთან და ესპანეთთან გაიყო - ამ ქვეყნების მოქალაქეებს მსოფლიოს 175 ქვეყანაში შეუძლიათ მარტივად გადაადგილება.

ხუთეულს მიღმა დარჩნენ აშშ, ბელგია, დანია და ნიდერლანდები. აღსანიშნავია, რომ ტოპ ათეულში პირველად აღმოჩნდნენ უნგრეთი და მალაიზია. რეიტინგის ბოლო 104-ე საფეხურზე არიან პაკისტანი, ერაყი და ავღანეთი.

კოკა კვირკველია
კომენტარები (1)
24.02.2016
ვალერი
71 ადგილი? ცოტა დაველოდოთ, სულ ამოგვშლიან მაგ სიიდან. ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ ნაძირა მთავრობის არჩევაში.
მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს.
თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და კომპანია ”სოკარი” საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი იქნება ნული
გასულ წელს საქართველოს გავლით დაახლოებით 850 მილიონი კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებების შინაარსის გასაჯაროებას და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც უმაღლესი განათლების მიღება სტუდენტებს უფასოდ შეუძლიათ.
"გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულებით საქართველო მილიონობით დოლარს დაკარგავს.
აშშ-მა შესაძლოა რუსეთს გარკვეული სანქციები მოუხსნას, თუ ვაშინგტონი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მიაღწევს შეთანხმებას ბირთვული შეიარაღების მნიშვნელოვან შემცირებაზე.
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ „გაზპრომის“ საკითხზე ამ მოცემულობაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
2016 წელს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველომ რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ 185 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო.
„გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება ის ვერსიაა, რომელიც რუსეთს აწყობდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.01.2017
"პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროოს
სრულად
20.01.2017
"ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ, თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში
სრულად
20.01.2017
წინა თვესთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 %-ით გაიზარდა.
სრულად
20.01.2017
2015 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა.
სრულად
19.01.2017
გასულ წელს საქართველოს გავლით დაახლოებით 850 მილიონი კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
20.01.2017
21.01.2017
USD
1
USD
2.6624
2.6763
EUR
1
EUR
2.8440
2.8457
GBP
1
GBP
3.2758
3.2894
RUB
100
RUB
4.4972
4.4722