"არასწორად გაფორმებული მემორანდუმით მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკა დააზიანა"
"არასწორად გაფორმებული მემორანდუმით მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკა დააზიანა"
1 მარტი / 2016
ენერგეტიკის სამინისტროს განუხორციელებელი პროექტების სიას კიდევ რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური დაემატა.
ათამდე ჰესის მშენებლობა ამ ეტაპზე გაურკვეველი ვადითაა გადადებული. მთავრობამ ოთხ კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმები შეუწყვიტა.

განკარგულებების თანახმად, შეწყვეტილია საქართველოს მთავრობასა და შპს Royal Haskoning DHV-ს, შპს "ჯორჯიან ჰაიდროფაუერს", შპს "თრიალეთი 2013"-სა და შპს "ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმები.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მემორანდუმები კომპანიების მხრიდან დარღვეული პირობების გამო შეწყდა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიებთან მოლაპარაკებები გრძელდება.
,,ოთხივე კომპანიამ დაარღვია ის მნიშვნელოვანი პირობები, რომელთაც მემორანდუმი გაუქმებამდე მიყავდა. საუბარია კვლევისა და ხელშეკრულების დადების ვადებზე. განახლებული პირობებით, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ აღნიშნული კომპანიების მხრიდან რესურსი და მზაობა არ არსებობს, მათთან ერთად პროექტების განვითარება არ გამოვა", - აღნიშნავს ხმალაძე.
მისი თქმით, თუ კომპანიები არ დააკმაყოფილებენ ახალ პირობებს, მთავრობა ჰესებზე მშენებლობის ნებართვებს ტენდერის საფუძველზე სხვა კომპანიებს გადასცემს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ სანქციები არც ერთ მათგანს არ დაკისრებიათ და მემორანდუმი ჯარიმებს არ ითვალისწინებდა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მნიშვნელოვან პრობლემას სწორედ სანქციების არარსებობაში ხედავს.
,,არასწორად გაფორმებული მემორენდუმით მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკა დააზიანა. თუ აღნიშნულ კომპანიებს მემორანდუმის პირობების დარღვევის გამო არ დაუწესდათ რაიმე სანქციები და მათ ასე დაუსჯელად შეძლეს პროცესიდან გასვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებს თავად აქვთ პრეტენზიები", -აცხადებს გოცირიძე.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ინვესტორს აღარ სურს ენერგოპროექტში ფულის ჩადება. გოცირიძე მიიჩნევს, რომ მიზეზი არასწორი სატარიფო პოლიტიკაა და ლარის გაუფასურების ფონზე ენერგოკომპანიები წაგების ზღვარზე მუშაობენ.
,,მთავარი საკითხი, რის გამოც კომპანიებს აღარ სურთ ჰესების მშენებლობის დაწყება დაბანდებული ფულის უკან ამოღების შანსების შემცირებაა. დღეს ენერგეტიკული სფერო არ ასახავს რეალურ საბაზრო ვითარებას. შეუძლებელია ტარიფები იგივე იყოს, როცა ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურებულია. სამართლიანი საბაზრო ტარიფის დაწესება გადასახადის მომატებას ნიშნავს, მთავრობას კი ეს წინასაარჩევნო პერიოდში არ აწყობს. შეიძლება ითქვას, გაძლებაზე არიან ოქტომბრამდე", - აცხადებს გოცირიძე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგურილებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე კი იგივე კომპანიებთან
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს. გურამ ჩალაგაშვილის თქმით, თუ კომპანიებს ჰქონდათ სურვილი და მით უმეტეს, შესაძლებლობა პროექტების განხორციელების, ისინი პირობებსაც არ დაარღვევდნენ.
,,დღეს საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ინვესტორს უმნიშვნელო პუნქტების შეუსრულებლობის გამო ვუთხრათ უარი. ახალი ტენდერის გამოცხადებას და შემდეგ ჰესების მშენებლობის განხორციელებას, წლები დასჭირდება და საკითხავია ისიც, შემოვა თუ არა მათ ნაცვლად რომელიმე სხვა კომპანია", - აცხადებს ჩალაგაშვილი. მისი თქმით, დღეს ენერგეტიკაში დიდი პრობლემებია და ამის ერთადერთი მიზეზი მთავრობის არასწორი პოლიტიკაა.
,,ინვესტორს მაშინ აქვს ინტერესი, როცა კონკრეტული ბიზნესის განვითარების კუთხით პერსპექტივას ხედავს. ასი წელი დაბანდებული ფულის ამოღებას ვერცერთი ინვესტორი ვერ დაელოდება", - აცხადებს სემეკ-ის ყოფილი თავმჯდომარე.
ექსპერტი ენერგეტიკის სფეროში რევაზ არველაძე აცხადებს, რომ მემორანდუმების შეწყვეტა ხდება მაშინ, როცა ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა, ეს არ ნიშნავს ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტას და იგივე კომპანიას რეალური მიზეზების დასაბუთებით, მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლია.
"თუ ტენდერი გამოცხადდება და მასში მონაწილეობას სხვა კომპანიებიც მიიღებენ, მე უპირატესობას მათ მივანიჭებდი. კომპანიამ, რომელმაც ერთხელ უკვე არ შეასრულა საქმე ვადებში, რატომ უნდა დავიჯერო, რომ მეორედაც იგივეს არ გააკეთებს?!" - აღნიშნავს არველაძე და განმარტავს, რომ ამ მემორანდუმების გაუქმებით სახელმწიფო ბევრს არაფერს აგებს, თუმცა მისი თქმით, გარკვეული პერიოდი თავისთავად ცხადია - დაიკარგება.

ქრისტინე გამთენაძე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ლივნიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მთავრობამ პარლამენტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელების ინიციატივით მიმართა.
ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებით სავარაუდოდ ტენდერი შეჩერდება, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კრეატივ ჯგუფმა“ ერას მოედნის საახალწლო გაფორმებაზე უარი თქვა.
ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ბანკს შორის ხვალ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე,
ავტომობილების ჩანაცვლებისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითხოვს ტენდერის ჩატარებას. შესაბამისად, შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული გზით”
GEM-Fest-მა ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნვა და ფესტივალის ტერიტორიაზე ბარების, რესტორნების და „ფასთფუდის“ ობიექტების განაწილება დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური, შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდოს.
ცნობილი ქართველი მუსიკოსი და პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ბრენდის „ჟაკ ლემანის“ ახალი ელჩი გახდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.01.2017
ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის განცხადებით, ქვეყანამ პრეზიდენტად „პოტენციური დიქტატორი“ აირჩია.
სრულად
21.01.2017
კარნეგის ცენტრის უფროსი მკვლევარის, საქართველოს საკითხების სპეციალისტის თომას დე ვაალის შეფასებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა
სრულად
20.01.2017
"პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროოს
სრულად
20.01.2017
"ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ, თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში
სრულად
20.01.2017
წინა თვესთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 %-ით გაიზარდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
21.01.2017
22.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6763
EUR
1
EUR
2.8457
2.8457
GBP
1
GBP
3.2894
3.2894
RUB
100
RUB
4.4722
4.4722