ანაკლიის პორტს კონკურენტი გამოუჩნდა? - მიზეზები, რის გამოც ახალი ნავსადგური შესაძლოა წამგებიანი პროექტი იყოს

მთავრობის მიერ ათასწლეულის პროექტად გამოცხადებულ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შესაძლოა, კონკურენტი გამოუჩნდეს. ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის აშენებას გეგმავს. როგორც "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი იაშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონაში" განაცხადა, კომპანიამ შესაბამისი გეგმის პრეზენტაცია უკვე გამართა. იაშვილის შეფასებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ანაკლიის პორტს როგორც ფინანსური რესურსების მოზიდვის, ასევე გადაზიდვების კუთხით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება. "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც ანაკლიის პორტი შესაძლოა, წამგებიანი პროექტი იყოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე

გადაცემის სრულად ნახვა შეგიძლიათ ხვალ, PALITRANEWS-ის ეთერში, 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ.