"ირანისთვის სანქციების მოხსნა ანაკლიის პროექტს ხელს არ უშლის"
"ირანისთვის სანქციების მოხსნა ანაკლიის პროექტს ხელს არ უშლის"
14 მარტი / 2016
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართულ ინფრასტრუქტურის გლობალური მართვის ფორ­უმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასა­ხელდა და "ანაკლიის განვითარების კონსო­რციუმმაც", რომელიც "თიბისი ჰოლდინგსა" და "კონტი ინტერნეშენალს" აერთიანებს, პრესტიჟული ჯილდო მიიღო. თბილისში საზღვაო გადაზიდვების ბიზნესში ჩართული ადამიანები კი იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოც ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი პროექტი გამოდგეს.
როგორც "ისტ გეიტ ჯგუფის" სამეთვა­ლყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნე­სპერსონაში" განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს. ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის აშენებას გეგმავს.

ირაკლი იაშვილი, "ისტ გეიტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:­ - ერთ პროექტზე დიდი იმედის დამყარება არასწორია. ირანისთვის ემბარგოს მოხსნამ დიდად შეცვალა კონიუნქტურა ჩვენს ბაზ­არზე. ახალი გადანაწილება დაიწყო... აქტიურობა, ძირითადად, შორ­ეულ აღმოსავლეთშია, ჩინეთს ემატება ვიეტნამი, ბანგლადეში, ინდოეთი, კორეა... ამ ქვეყნების­ ტვირთების მიმართულება მკვეთრად შეიც­ვალა, რადგან სამხრეთ ირანის საპორტო ქალაქ ბენდარ-აბასის ნავსადგ­ური კვლავ ამოქმედდა. ის 20 წელიწადს დახურული იყო და ტვირთმაც სხვა გზები იპოვა, მათ შორის, ნაწილმა საქართველოს გავლით. მაგალითად, ცენტრალური აზიიდან ჩვენთან მოდიოდა უზბეკური ბამბა, თუმცა, როგორც კი ირანის ნავსადგური გაიხსნა, ამ ტვირთმა გეზი იცვალა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 14 მარტის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ილონ მასკმა მიწისქვეშა ჰიპერლუპის მშენებლობაზე ნებართვა მიიღო.
საქართველოს შეემატება ძალიან მასშტაბური და მრავალფუნქციური ტურისტული ზონა - „ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება
თემქის პარკთან დაკავშირებით, მონახაზი უკვე გაკეთებულია. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
ევროკავშირის საბჭო 16 სირიელ მეცნიერსა და სამხედროს, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სირიაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევებთან, სანქციებს დაუწესებს.
InnovFin-ი ინოვაციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ოჯახის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მთელი ცხოვრება ბიზნესით არის დაკავებული, გარიგებებს დებს და არ ესმის, რატომ უნდა მოუხსნას რუსეთს სანქციები, სანაცვლოდ თუ არაფერს მიიღებს.
ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ პროექტის „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ორჯაჭვა ე.გ.ხ-ის მშენებლობის“ პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.
თბილისის საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ის შესაძლოა განზრახ იყო გაჩენილი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.07.2017
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები
სრულად
21.07.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მნიშვნელობა და როლი განმარტა.
სრულად
21.07.2017
ძალიან მალე, შემდგომაზე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს
სრულად
21.07.2017
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ან ზოგადად, უძრავი ქონების გასხვისებაზე არავინ არანაირი შეზღუდვის შემოღებას არ აპირებს
სრულად
21.07.2017
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.07.2017
24.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713