"ირანისთვის სანქციების მოხსნა ანაკლიის პროექტს ხელს არ უშლის"

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართულ ინფრასტრუქტურის გლობალური მართვის ფორ­უმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასა­ხელდა და "ანაკლიის განვითარების კონსო­რციუმმაც", რომელიც "თიბისი ჰოლდინგსა" და "კონტი ინტერნეშენალს" აერთიანებს, პრესტიჟული ჯილდო მიიღო. თბილისში საზღვაო გადაზიდვების ბიზნესში ჩართული ადამიანები კი იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი პროექტი გამოდგეს.

როგორც "ისტ გეიტ ჯგუფის" სამეთვა­ლყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნე­სპერსონაში" განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს. ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის აშენებას გეგმავს.

ირაკლი იაშვილი, "ისტ გეიტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:­ - ერთ პროექტზე დიდი იმედის დამყარება არასწორია. ირანისთვის ემბარგოს მოხსნამ დიდად შეცვალა კონიუნქტურა ჩვენს ბაზ­არზე. ახალი გადანაწილება დაიწყო... აქტიურობა, ძირითადად, შორ­ეულ აღმოსავლეთშია, ჩინეთს ემატება ვიეტნამი, ბანგლადეში, ინდოეთი, კორეა... ამ ქვეყნების­ ტვირთების მიმართულება მკვეთრად შეიც­ვალა, რადგან სამხრეთ ირანის საპორტო ქალაქ ბენდარ-აბასის ნავსადგ­ური კვლავ ამოქმედდა. ის 20 წელიწადს დახურული იყო და ტვირთმაც სხვა გზები იპოვა, მათ შორის, ნაწილმა საქართველოს გავლით. მაგალითად, ცენტრალური აზიიდან ჩვენთან მოდიოდა უზბეკური ბამბა, თუმცა, როგორც კი ირანის ნავსადგური გაიხსნა, ამ ტვირთმა გეზი იცვალა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 14 მარტის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი