საქართველოში შესაძლოა, უკრაინული ЛАЗ-ების წარმოება დაიწყოს
საქართველოში შესაძლოა, უკრაინული ЛАЗ-ების წარმოება დაიწყოს
30 მარტი / 2016
უკრაინული კომპანია „სიტი ტრანსპორტ ჯგუფი“, რომელიც „ლვოვის ავტობუსების ქარხნის“ მმართველი კომპანიაა, საქართველოში უკრაინული ავტობუსების წარმოებასთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილეობს.
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია უკრაინული ЛАЗ-ების საქართველოში წარმოებას დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„სიტი ტრანსპორტ ჯგუფის“ კომერციული დირექტორის ვადიმ ლეგკოს განცხადებით, საქართველოში ტენდერი ქვეყნისთვის 175 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსების მიწოდებას ითვალისწინებს. თუმცა, კონტრაქტის თანხმად, რაოდენობის 195 ერთეულამდე გაზრდაც შესაძლებელია. ავტობუსები CNG-ძრავით (ევრო 6) არის აღჭურვილი.
„კონტრაქტის საერთო ღირებულება 40 მილიონი ევროა. თბილისს „სიტი ტრანსპორტ ჯგუფი“ მოდიფიცირებულ ЛАЗ А-183-ს შესთავაზებს, რომელიც კონდიციონერით, ელექტრორამპით, ვიდეოთვალითა და გადახდის ავტომატური სისტემით იქნება აღჭურვილი“, - განაცხადა ვადიმ ლეგკომ.

მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულს საქართველოში ავტობუსების წარმოების უფლება ეძლევა. საერთო ჯამში, „სიტი ტრანსპორტ ჯგუფი“ ავტობუსების მიწოდება-წარმოებაზე მოლაპარაკებებს 7 ქვეყანასთან აწარმოებს, მათ შორის კოსოვოსთან და ეკვადორთან.



კომენტარები (1)
04.04.2016
ჯავახელი
ეგრე რა...მეტი ინვესტიცია მეტი დასაქმება!
მსგავსი სიახლეები
ვიდეოჰოსტინგი YouTube 3 დოლარს გადაუხდის კომპენსაციის სახით იმ კომპანიებს, რომელთა რეკლამას ექსტრემისტული კონტენტის გვერდით განთავსდა.
დღეიდან №24 ავტობუსების მგზავრებს ახალი ლურჯი MAN-ის სიენჯი ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება.
უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ის რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში
“მანის” მარკის 143-ვე ავტობუსი 20 ივლისიდან სხვადასხვა ხაზზე იმოძრავებს.
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (სნგკ) სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის მიზნით „პროექტირების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების“ (EPIC) მომსახურების შესყიდვისთვის ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ”ფრესკო” ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის, მათ შორის, გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალისთვის დააჯარიმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით მომზადებული ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი „მწვანე აჭარა“ გადაიღო.
უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ჰაკერული თავდასხმის ობიექტები დანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კომპანიები გახდნენ
უკრაინაში რიგი მსხვილი კომპანიები, მათ შორის სახელმწიფო კომპანიები, ჰაკერული შეტევის ობიექტები გახდნენ. ჰაკერული შეტევები ასევე განხორციელდა „ბორისპოლის“ აეროპორტზე.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.07.2017
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები
სრულად
21.07.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მნიშვნელობა და როლი განმარტა.
სრულად
21.07.2017
ძალიან მალე, შემდგომაზე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს
სრულად
21.07.2017
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ან ზოგადად, უძრავი ქონების გასხვისებაზე არავინ არანაირი შეზღუდვის შემოღებას არ აპირებს
სრულად
21.07.2017
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.07.2017
24.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713