მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტო ”სტარტაპებს” 150 მილიონი ლარით დააფინანსებს

"საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარება მოქმედი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია", -

ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს გადაცემა ”ბიზნესკურიერში” განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული პრიორიტეტის გათვალისწინებით ხელისუფლებამ მეწარმეებისა და მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს შეექმნა გადაწყვიტა, რომელიც შესაბამის კომპანიებს არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ ფინანსურ მხარდაჭერასაც გაუწევს.

”არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ინოვაციური იდეები აქვთ, მაგრამ ამ იდეების დაფინანსების ინსტიტუციონური მექანიზმები არ გააჩნიათ. არც ერთი ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დამწყებ ბიზნესებს არ აფინანსებს. სწორედ ეს საბაზრო ჩავარდნა გვინდა, რომ შევავსოთ, შევქმნათ სპეციალური სააგენტო, რომელიც სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 150 მილიონ ლარს დახარჯავს”, - განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა.