იუანის კურსის მუდმივი ვარდნა მსოფლიო ეკონომიკისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე ბრექსიტი

იუანის კურსის მუდმივი ვარდნა დოლართან და მსოფლიოს სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში შესაძლოა, სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს მსოფლიო ეკონომიკისთვის, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა.

საინვესტიციო ჯგუფი State Street Global Advisors-ის ანალიტიკოსი მაიკლ ერონის თქმით, ჩინელმა რეგულატორებმა ისარგებლეს იმით, რომ ბირჟები აკვირდებოდნენ დიდ ბრიტანეთში მიმდინარე რეფერენდუმის შედეგებს და სხვა მოვლენებს, რათა შეუმჩნევლად შეესუსტებინათ ეროვნული ვალუტის კურსი. 

"ბლუმბერგის" ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუანი დოლართან მიმართებაში ოთხი პროცენტით გაუფასურდა, ძირითად ვალუტებთან მიმართებაში კი შვიდი პროცენტით.

”პირველ რიგში, იუანის დევალვაცია მომავალში სიდიდით მეორე ეკონომიკის შესუსტების მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს შესაძლოა იყოს მშპ-ს შენელებული ზრდის ტემპის მხარდაჭერის მცდელობა ხელოვნურად აწეული ექსპორტის ხარჯზე. გარდა ამისა, ვალუტის კურსის დაწევით ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს შეამსუბუქოს ვითარება მაღალი კორპორატიული ვალის მხრივ, რომელიც 160 პროცენტს შეადგენს მშპ-ზე და იმაზე მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანას აქვს", - აღნიშნა მაიკლ ერონმა.