”საქართველოს რკინიგზამ” პროფკავშირებთან კოლექტიური ხელშეკრულება გააფორმა
”საქართველოს რკინიგზამ” პროფკავშირებთან კოლექტიური ხელშეკრულება გააფორმა
31 დეკემბერი / 2013
”საქართველოს რკინიგზამ" და ,,რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა" დღეს კოლექტიურ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, რკინიგზელები, რომელთა შვილებიც პირველ კლასში შევლენ,  ერთჯერადად 125 ლარს მიიღებენ; დასაქმებულები, საიუბილეო ასაკის (50, 60, 65, 70) შესრულებისას ერთჯერადი პრემიით, 200 ლარით, წახალისდებიან.

დასაქმებულს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მიეცემა დამატებითი 5 სამუშაო დღის ანაზღაურებადი შვებულება.

აღდგება მემანქანეებისთვის და რანგით მის ქვემოთ მყოფი კატეგორიის დასაქმებულებისთვის შვებულებაზე ფულადი დანამატები: კერძოდ, 5-10 წლამდე სტაჟის ჩათვლით – 90 ლარი
10 - 20 წლამდე – 120 ლარი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხოლო 20 წლის ზევის – 180 ლარი.

დასაქმებულთა ბავშვების დაბადებისას დასაქმებულზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 600 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაცია ყოველწლიურად უზრუნველყოფს დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვას. გარდა ამისა, ვალდებულებას იღებს რკინიგზელების ხელფასებს გადახედოს და ფინანსურ შედეგებთან შესაბამისობის დადგენისთვის გამართოს მოლაპარაკება რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კომპანიის აუდირებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ (წლის აუდირებული შედეგი იდება მარტის თვეში);

ასევე რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მონაწილეობას მიიღებს ახალი შრომის შინაგანაწესის შემუშავებაში/ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროცესში.

ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ჩართულობა დასაქმებულთათვის შესამუშავებელი სოციალური პროექტების განხილვის პროცესში.

კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მონაწილეობას საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების მიზეზების შესწავლა-გამოკვლევაში;

კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ნებისმიერ საატესტაციო (მათ შორის გამოცდების) კომისიაში რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენელის მონაწილეობას;

ასევე ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და მკურნალობის ხარჯები, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილის ოჯახზე გასცემს სამართლიან კომპენსაციას.


კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
”საქართველოს რკინიგზა” ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში გაჩენილ ცეცხლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 74-ე კმ-ზე (ქობულეთი) არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე, ს.ს „საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს აწარმოებს.
ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ნაბიჯი გახლავთ საუბარი იმაზე, რომ უნდა გავყიდოთ რკინიგზა და მაგისტრალური გაზსადენი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა.
ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და საქართველოს რკინიგზის აქციების 25%-ის განთავსება ლონდონის ან შანხაის ბირჟებზე იგეგმება.
ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე 8 და 9 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
არსებობს ისეთი ოფციაც, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი განახლდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
მთავრობა საქართველოს რკინიგზის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25%-ის გასხვისებას გეგმავს.
ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სხვადასხვა ორგანიზაცია „საქართველოს რკინიგზას“, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტს მიმართავს.
გაერთიანებული პროფკავშირებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქცია მსვლელობით „ბიპი-ჯორჯიას“ შენობიდან
„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი ზვარეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.01.2017
"პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროოს
სრულად
20.01.2017
"ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ, თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში
სრულად
20.01.2017
წინა თვესთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 %-ით გაიზარდა.
სრულად
20.01.2017
2015 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა.
სრულად
19.01.2017
გასულ წელს საქართველოს გავლით დაახლოებით 850 მილიონი კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
20.01.2017
21.01.2017
USD
1
USD
2.6624
2.6763
EUR
1
EUR
2.8440
2.8457
GBP
1
GBP
3.2758
3.2894
RUB
100
RUB
4.4972
4.4722