საქართველო, ყაზახეთი და აზერბაიჯანის ტრანსკასპიურ დერეფანში ყაზახური ტვირთების გადაზიდვაზე შეღავათიან ტარიფს დააწესებენ

საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის შექმნას.

ყაზახური მედიის ცნობით, ასოციაციის წევრი ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ ტრანსკასპიურ დერეფანში ყაზახური ტვირთების გადაზიდვაზე შეღავათიანი ტარიფის დაწესებაზე.

დერეფნის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებს ყაზახეთიდან საექსპორტო ტვირთის ნაწილი, მათ შორის მარცვლეული, ნავთობპროდუქტები და ფერადი ლითონები.

„ასოციაციის საქმიანობა მიმართული იქნება ტრანზიტული და საგარეო სავაჭრო ტვირთების და ინტეგრირებული ლოგისტიკური პროდუქტების განვითარებაზე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტში“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ყაზახური მედიის ინფორმაციით, ასოციაციის სათავო ოფისი ასტანაში განთავსდება.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე