ფინანსთა მინისტრი: გასულ წელს 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა
ფინანსთა მინისტრი: გასულ წელს 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა
13 იანვარი / 2014
2013 წლის დასაწყისიდან მესამე კვარტლის ჩათვლით, დაახლოებით 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შეფერხდა, უმუშევრობა მცირდება.

"მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შეფერხდა, წლის დასაწყისიდან მესამე კვარტლის ჩათვლით დაახლოებით, 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ანუ უმუშევრობა მცირდება. შესაბამისად, პროგნოზები უმუშევრობის ზრდასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოა", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტი ადამიანებს არ უნდა ასაქმებდეს, თუმცა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ის, რომ ბიუჯეტში სახსრები იქნება მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე ბანკებისთვის გათვალისწინებული 200 მილიონი, ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, მას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ითვლის, თუმცა მინისტრი საარსებო მინიმუმში დიდ ცვლილებებს არ ელოდება.


გასული წლის ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში 2012 წელთან შედარებით 1,7 %-ით გაიზრდებოდა და 16,7 %-ს მიაღწევდა, ხოლო 2014 წელს კიდევ უფრო გაუარესდებოდა და 17,3%-მდე გაიზრდებოდა.

აღნიშნულმა ნეგატიურმა პროგნოზმა ნოდარ ხადური აღაშფოთა. მისი თქმით, სსფ-მა ”სრულიად წარმოუდგენელი პროგნოზი” დადო. ამის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა უმუშევრობის პროგნოზის გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის კრიტიკა ნაწილობრივ გაიზიარა და მის დახვეწაზე მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 34% თავს დასაქმებულად თვლის.
ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების წახალისებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, ქვეყნის საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები
საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ დღეს რიგით მეათე დასაქმების ფორუმი გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი გერმანული კომპანია Arvato-ს თბილისის ოფისის ოფიციალური გახსნის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო დღეს დასაქმების ფორუმს მოაწყობს.
2016 წლის სამივე კვარტალში წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.
2017-2020 წლებში ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიზანი იქნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის შესრულება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, შესაბამისად ჩვენი მოსახლეობის დასაქმება და მათი შემოსავლების ზრდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო 16 დეკემბერს დასაქმების ფორუმს მოაწყობს.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სამინისტროში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობებს ღირსეულად ასრულებენ.
სახალხო დამცველი მაღაროელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.01.2017
ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის განცხადებით, ქვეყანამ პრეზიდენტად „პოტენციური დიქტატორი“ აირჩია.
სრულად
21.01.2017
კარნეგის ცენტრის უფროსი მკვლევარის, საქართველოს საკითხების სპეციალისტის თომას დე ვაალის შეფასებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა
სრულად
20.01.2017
"პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროოს
სრულად
20.01.2017
"ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ, თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში
სრულად
20.01.2017
წინა თვესთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 %-ით გაიზარდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
21.01.2017
22.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6763
EUR
1
EUR
2.8457
2.8457
GBP
1
GBP
3.2894
3.2894
RUB
100
RUB
4.4722
4.4722