ბიზნესის კუთხით საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებია წარმოდგენილი , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეფასება ეყრდნობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს. უწყების ცნობით, ვიდეოკოლაჟში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიზნესის კუთხით საქართველომ საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა და 2 ადგილით დაწინაურდა.

ბიზნესის მარტივად დასაწყებად ჩამოთვლილი ქვეყნების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ახალი ზელანდია; 2. კანადა; 3. ჰონგკონგი ; 4. მაკედონია; 5. აზერბაიჯანი; 6. სინგაპური; 7. ავსტრალია; 8. საქართველო; 9. სომხეთი; 10. ირლანდია.