ამერიკელთა მხრიდან გაზრდილი ინტერესის ფონზე, კანადის საიმიგრაციო ვებგვერდი გაითიშა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელთა“ კანდიდატის დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ამერიკელებმა კანადაში საიმიგრაციო ცნობების გაცნობა დაიწყეს.

CBSNews-ის ინფორმაციით, რეკორდულად გაზრდილი მომხმარებლის ფონზე, საიტი გაითიშა.

გარდა ამისა, Google-ში ბოლო მონაცემებით, ამერიკიდან მთავარი საძიებო სიტყვებს შორის კანადაში ემიგრაცია დაწინაურდა.

The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, „გუგლში“ მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ისეთი სიტყვების ძიებაზე, როგორიცაა „ემიგრაცია“ და „ემიგრაცია კანადაში“.