ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანმა შესაძლოა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის პოსტი დაიკავოს

ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანმა ერიკ ბოლინგმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მისი ვაჭრობის მინისტრად დანიშვნის შესაძლებლობა განიხილა.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.

„ამ ეტაპზე ვერაფერს დაგიდასტურებს“, - განუცხადა გამოცემას ერიკ ბოლინგმა.

ერიკ ბოლინგი წარსულში ტრეიდერი და CNBC-ის ფინანსური ანალიტიკოსი იყო. Fox News ის 2008 წელს გადავიდა.

კომპანია Fox Business-მა ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაწყვიტა კიდევ ერთ წამყვანთან ენტონი სკარამუსისთან, რომელიც ტრამპის გუნდში ეკონომიკურ მრჩევლად გადავიდა.