მსუბუქი ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი შემცირდა

2016 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 265 მილიონი დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. თხილის ექსპორტი 146 მილიონი დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 138 მილიონი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების მაჩვენებელი (264 601.1 დოლარი) 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის ექსპორტში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (207 185.2 დოლარი) 57 415.9 დოლარით აღემატება, თხილის ექსპორტი (146 202.2 დოლარი) წინა წლის მონაცემზე (145 028.4 დოლარი) 1 173.8 დოლარით მეტია, მსუბუქი ავტომობილების წილი კი (137 904.7 დოლარი) 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე (154 363.6 დოლარი) 16 458.9 დოლარით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2616 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 32 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2398 მილიონი დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 476 მილიონი დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 374 მილიონი დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

სამკურნალო საშუალებების მაჩვენებელი (2 615 675.3 დოლარი) 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის იმპორტში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (557 645.8 დოლარი) 2 058 029.5 დოლარით აღემატება, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტის წილი (476 029.2 დოლარი) წინა წლის მონაცემზე (558 848.7 დოლარი) 82, 819.5 დოლარით ნაკლებია, რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილების იმპორტის წილს (374 297.3 დოლარი) იგი 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით (389 602.2 დოლარი) 15 304.9 დოლარით შემცირდა.

2016 წლის დაზუსტებული მონაცემები 2017 წლის 15 ივლისს გამოქვეყნდება.