2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდება
2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდება
22 იანვარი / 2014
უმუშევრობის დონე საქართველოში 2014 წელს 13,7%-მდე შემცირდება, - ვარაუდობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის გათვლებით, შარშან ეს მაჩვენებელი 14,32%-მდე აღწევდა, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სომხეთის (18,64%) შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მესამე ადგილზე დაუსაქმებლების რაოდენობით ლიტვაა (12,12%). 10-10%-იანი უმუშევრობის დონე დაფიქსირდა ლატვიაში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში.

საქართველოსთან შედარებით, თითქმის ორჯერ დაბალია უმუშევრობის დონე უკრაინასა (7.89%) და ყირგიზეთში (7.9%); 5-6%-ის ფარგლებში მერყეობს რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

საქართველომ უცხოელი ექსპერტების ყურადღება სოციალური უთანასწორობის მაღალი მაჩვენებლებითაც მიიპყრო. როგორც შსო-ს ანგარიშში ”მსოფლიო დასაქმების ტენდენციები - 2014” არის აღნიშნული, კრიზისის გამო ხელფასების შემცირების ტენდენციაა. განსაკუთრებით კი, დსთ-ის ქვეყნებში, სადაც რეკორდულად მაღალი ჯინის ინდექსი ფიქსირდება (ჯინის ინდექსი შინამეურნეობებზე შემოსავლების განაწილების პროპორციებს ადგენს). საქართველოში, მაკედონიაში, თურქეთსა და რუსეთში ინდექსი 0,4-ს აჭარბებს.

”ანაზღაურების არახელსაყრელი ზრდა ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ღარიბ ფენებზე”, - აღნიშნულია კვლევაში.

აქვე ნათქვამია, რომ რეგიონში გენდერული თვალისაზრისით ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.

”მაშინ, როცა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მამაკაცთა ხელფასი ქალებისას 23%-ით აღემატება, დსთ-ის ქვეყნებში ეს სხვაობა უფრო მაღალია, საქართველოში 50%-ს აღწევს, ტაჯიკეთში კი - 65%-ს”, - აღნიშნულია კვლევაში.

ზოგადად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში პესიმისტურია. უცხოელი ექსპერტების განცხადებით, ეკონომიკის ზრდის შენელებამ შრომის მსოფლიო ბაზრებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელი შეუშალა. შესაბამისად, პლანეტაზე დღეს 202 მილიონი დაუსაქმებელი ადამიანია. უმუშევრობა იზრდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებს შორის.

”მართალია, ბევრი სექტორი მოგებაზე მუშაობს, მაგრამ ეს მოგება ფინანსურ ბაზრებზე გაედინება და რეალურ ეკონომიკაში არ იდება, შესაბამისად, გრძელვადიან დასაქმების პერსპექტივებს ხელს უშლის”, - აღნიშნულია შსო-ს ანგარიშში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2018 წლისთვის 200 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, თუმცა, ეს რაოდენობა საკმარისი მაინც არ იქნება.

”საჭიროა, შესაბამისმა ინსტიტუტებმა სასწრაფოდ დაიწყონ ფიქრი პოლიტიკის შემუშავებაზე. სამუშაო ადგილების შექმნის დაჩქარებაზე ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს, ასევე საჭიროა საწარმოებს, რომლებიც ამ ადგილებს ქმნიან, დახმარება გაეწიოთ”, - აღნიშნა შსო-ს ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, გი რაიდერმა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ნათესავების დასაქმება ჩვენი ხელისუფლების დამახასიათებელი თვისება ნამდვილად არ არის
აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადება გრძელდება.
ჩვენი ძირითადი გამოწვევებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ზრდა და, რა თქმა უნდა, სავაჭრო დეფიციტის შემცირება”
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პრობლემა საქართველოში კვლავ აქტუალურია.
2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9957 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტმა - ”ოტავა-98” სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად დასაქმების ფორუმი გამართეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში 14 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
დაზუსტებული მონაცემებით, 2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 31 755,6 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 %-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ადამიანთა უმეტესობას ერთნაირი ცხოვრება აქვს: ჭერი - თავზე, საკვები - თეფშზე, სათამაშოები, შინაური ცხოველები და ოცნებები.
რუბრიკის სხვა სიახლეები
03.12.2016
მე მაქვს ძალიან მაღალი ნდობა კომერციული საბანკო სექტორისადმი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში
სრულად
03.12.2016
დიახ, შეიძლება დასაწყისში ჩვენ მოგვეჩვენოს, რომ ეს არის უსამართლობა, არასწორად გადანაწილებული თანხები, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ოჯახების კეთილდღეობა აუცილებლად აისახება ყველაზე და ეკონომიკაზე მთლიანად
სრულად
03.12.2016
„ახალი საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, ორი კვირის განმავლობაში გაიწვიოს 10-პუნქტიანი გეგმა, წარმოადგინოს ეკონომიკური განვითარების რეალური გეგმა ან გადადგეს ქვეყნის ეკონომიკური გუნდი.
სრულად
02.12.2016
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რეკომენდაციით გამოდის, როგორ უნდა დავზოგოთ/მოვიძიოთ 1 - 1,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე ”ფეიბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
სრულად
02.12.2016
გავლენიანი გამოცემა The Economist მსოფლიო ბაზარზე დოლარის გამყარებასთან დაკავშირებით აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „რატომ არის ძლიერი დოლარი ცუდი მსოფლიო ეკონომიკისთვის“.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
03.12.2016
04.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854